ადამიანის ხასიათი მისი შინაური ცხოველის მიხედვით
ადამიანის ხასიათი მისი შინაური ცხოველის მიხედვით
როგორც მკვლევრები გვარწმუნებენ ძაღლის, კატისა და სხვა შინაური ბინადრის პატრონები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.  

ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ყოველი ადამიანის ხასიათი, გარეგნობა და თვისებები ერთმანეთისგან განსხვავდება. გარდა ამისა, მეცნიერები ცხოველის მფლობელთა თვისებებსაც გამოყოფენ ერთმანეთისგან. მაგალითად, ისინი თვლიან, რომ ადამიანები, რომლებსაც თევზები ჰყავთ, ბედნიერები არიან და სხვა ადამაიანებში მხოლოდ დადებითს ეძებენ.

გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც სახლში ძაღლი ჰყავთ, სასიამოვნო მოსაუბრეები, გულჩვილები და მეგობრულები არიან. მათთან ურთიერთობა დადებით განწყობას შეგიქმნით.

კატის მფლობელები ყველაზე სანდო და ემოციურად მგრძნობიარე ადამიანები არიან.

რაც შეეხებათ რეპტილიების მფლობელებს, მათ
ზედმეტად უყვართ დამოუკიდებლობა.

განსხვავება კატისა და ძაღლის მფლობელებს შორის:

კატის მფლობელებისგან განსხვავებით, ადამიანების 15%-ზე მეტი,
რომლებსაც სახლში ძაღლი ჰყავთ, ექსტავერტები აღმოჩნდნენ, 13% - სასიამოვნო მოსაუბრე. 

ხოლო, ძაღლის მფლობელებთან შედარებით, კატების მფლობელების 12% ემოციური და 11% გულახდილებია.

რიჩარდ ვისმენის კვლევის თანახმად, ცხოველთა მფლობელები ბინადრის პერსონას თავისი თავის ანარეკლად აღიქვავენ.

სთხოვეთ იმ ადამიანს, ვისაც სახლში ცხოველი ჰყავს, აღწეროს თავისი ბინადრის ხასიათი და იოლად გაიგებთ პატრონის თვისებებსაც.

ძაღლის მფლობელები ჯანმრთელები არიან:

კველევბმა აჩვენა, რომ ძაღლების მფლობელებს აქვთ მაღალი თვითშეფასება, ისინი ნაკლებად მიდრეკილნი არიან დეპრესიიკენ, აქვთ აქტიური ცხოვრების რითმი და გამოირჩევიან მომავლის იმედით.

ყოველდღიური სტრესის მოსახსნელად, ძაღლთან ურთოერთობა, მაგალითად სერინობა ან თამაში საუკეთესო საშუალებაა. მკვლევრების თქმით, ცხოველის ყურება ტელევიზორშიც კი, გულის რითმის სწორ მუშაობას უწყობს ხელს.

რამდენიმე სახალისო ფაქტი ცხოველებსა და მათ მფლობელებზე:

იცოდით, რომ თქვენს კატას შეუძლია, მანიპულირება მოახდინოს და მართოს თქვენი ქვეცნობიერი?

ადამიანები საყვარელი ბინადრისთვის ყიდულობენ უფრო ჯანმრთელ პროდუქტებს, ვიდრე თავიანთთვის, თუმცა, ამას ვერ აცნობიერებენ.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს ადამიანს კატა?

რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი

ძაღლის ჯიშები, ადამიანის ხასიათის მიხედვით

marika
მართალია, ჩემთვის საერთოდ არ ვიყიდი მაგრამ ჩემს გოგოს მშიერს არ დავტოვებ, და საერთოდ გაუცნობიერებლად აგრესიას ვიჩენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამბობს რომ ძაგლი არ უყვარს.
maia
ძაღლიც მყავს და კატებიც და რომელ კატეგორიას მივეკუთვნები?
MARI ANA
ისიც მართალია რომ ძაღლისთვის უფრო ჯანმრთელ პროდუქტს ვყდულობ ვიდრე ჩემტვის
LIZA
ეს მგონი მართალია რომ მთხოვენ აღვწერო ჩემი ძაღლი მგონი ჩემ თავს აღვწერ ხოლმე, აქამდე არ დავკვირვებივარ.
ნ.
და ვისაც ძაღლიც ჰყავს და კატაც? და ვისაც არცერთი არ ჰყავს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?