რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი
რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი

კვლევებმა აჩვენა, რომ ვისაც ოჯახში ძაღლი ჰყავს, მათ სხვა ადამიანებთან შედარებით განვითარებული აქვთ უნარები, რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.


თქვენი ოთხფეხა ბინადარის თბილი დამოკიდებულება და კუდის ქიცინი ნებისმიერი პატრონის გულს ათბობს, მათი ყოლა ასევე აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. "ცხოველთა ასოციაციის თერაპიის ცენტრმა" წარმოადგინა დასაბუთებული მასალა, რომ ძაღლი ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

რა გავლენას ახდენს ძაღლი ადამიანის ჯანმრთელობაზე

წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლის ყოლას შეუძლია შეამციროს ბავშვის სიმსუქნისკენ მიდრეკილება, მათ უვითარდებათ თანაგრძნობის განცდა სხვების მიმართ, ასევე ძაღლის პატრონს უუმჯობესდება არტერიული წნევის მუშაობა, ის ამცირებს
სტრესისა და დეპრესიის რისკებს. რომელი ადგილია თქვენთვის ყველაზე სტრესული და დატვირთული? უმეტესობა ადამიანებისთვის ეს, რა
თქმა უნდა, სამსახურია.


Zooclub

როგორ შეუძია ძაღლს სამსახურში დაგეხმაროთ

დღეს საქართველოში არ გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი სამსახუში ვატაროთ, თუმცა სხვა ქვეყნების ზოგიერთ დაწესებულებაში, თანამშრომლებს ეს არ ეკრძალებათ.

Virginia Commonwealth University’s Center for Human-Animal Interaction
-ის კვლევების თანახმად, აღმოაჩინეს, რომ დამღლელი მუშაობის პერიოდში ძაღლთან გატარებული 5 წუთი, 20–წუთან დასვენებას უტოლდება.

2010 წელს მიჩიგანის უნივესიტეტში ჩატარდა კვლევა, სადაც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს ჰყავდა ძაღლი, მეორეს – არა. თანამშრომელთა იმ ჯგუფში, რომელსაც ჰყავდა ძაღლი, განვითარდა დადებითი ურთიერთ დამოკიდებულება, ნდობა,  გაუმჯობესდა სამუშაო გარემო და ამაღლდა შრომისუნარიანობა.


Zooclub

მკვლევრებმა ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 4 თანამშრომელი მონაწილეობდა, მათ შორის ზოგიერთს ჰყავდა ძაღლი, ზოგს – არა.  ექპერიმენტის ყოველ  წევრს მიაწოდეს ნეგატიური ამბავი. გამომცდელებს  აინტერესებდათ თითოეული მათგანის დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ.  მათ, ვისაც ძაღლი ჰყავდა, ძალიან მუბუქად  გაუზიარა  სხვებს ეს ცუდი განწყობა და  მიუხედავად ცუდი ინფორმაციისა, ამ  თანამშრომლებმა სამსახურში მაინც ეფექტურად და შედეგიანად გააგრძელეს მუშაობა.

ცხოველთა მზრუნველობის საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო კამპანია (Pet Sitters International ) სახელწოდებით – "წაიყვანეთ თქვენი ძაღლი სამსახურში", ასევე American Pet Products Manufacturers Association-მა გამოაქვეყნა შედეგები ამერიკაში არსებულ სამსახურებთან დაკავშირებით, სადაც 5-დან ერთ სამსახურში ნებადართულია ძაღლის მიყვანა. ამ დაწესებულებებს შორის არის, ისეთი გრანდ კომპანიები როგორიც არიან: Google, Ben & Jerry’s, Build-A-Bear Workshop’s World Headquarters, the Humane Society, Amazon’s corporate headquarters, and Clif Bar & Company.


სხვადასხვა კვლევის თანახმად, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლის ყოლა შინ თუ სამსახურში ხსნის სტრესსა და დეპრესიას, ასევე აუმჯობესებს ადამიანის გულის მუშაობას და დადებით განწყობას.

P.S. ჯანდაცვის ორგანიზაციები შეგახსენებენ, რომ ეს მითითებები არ გამოიყენება, როგორც სამედიცნიო რჩევა და მათი შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?