აფრიკაში ტურისტებმა შემთხვევით იხილეს თეთრი ჟირაფი, რომელიც ალბინოსი არ აღმოჩნდა (+ვიდეო)
აფრიკის ტყეებში ტურისტებმა აღმოაჩინეს სრულიად თეთრი ჟირაფი, თუმცა, როგორც ყველა ფიქრობდა, ის ალბინოსი არ აღმოჩნდა.

ტურისტებმა უჩვეულო გარეგნობის ცხოველი ფოტო-ვიდეოზე აღბეჭდეს. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი თეთრი ჟირაფი გამოჩნდა. როგორც მეტყევეებმა ახსნეს, დედა-შვილი ჟირაფების უჩვეულო შეფერილობა გენეტიკური დაავადება - ლეიკიზმია, რომელიც დაბადებიდან ვითარდება. შედეგად, კანის უჯრედებზე არ წარმოიქმნება მუქი შეფერილობის პიგმენტები.

ლეიკიზმს, ხშირ შემთხვევაში, შეცდომით ალბინიზმს უკავშირებენ, რა დროსაც მელინოციტის უჯრედებს მელანინის სინთეზის უნარი არ გააჩნიათ, ხოლო ლეიკიზმის შემთხვევაში, პიგმენტური უჯრედები საერთოდ არ წარმოიქმნება. ამ ორი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი თვალის პიგმენტაციაა.

Zooclub

ალბინოსებში შეიმჩნევა ირისის პიგმენტაციის სრული არქონა. ამ შემთხვევაში თვალები გამორჩეულია, ხოლო ლეიკიზმის შემთხვევაში, თვალებს ბუნებრივი
შეფერილობა აქვს.

ველურ ბუნებაში ლეიკიზმი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. საუკუნეების განმავლობაში, ტარანგირის ნაციონალურ პარკში, მსგავსი დაავადებით, სულ რამდენიმე გარეული ცხოველია შემჩნეული.

ასევე იხილეთ:

"ვაკიტა" - მსოფლიოში ყველაზე პატარა ვეშაპის სახეობა, რომელიც სპეციალისტების მონაცემებით, 12 ცალი შემორჩა

15 ცხოველი, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ და ეს სრულიად რეალურია

რა არის ოკაპი?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?