რა არის ოკაპი?
რა არის ოკაპი?
უჩვეულო გარეგნობის მქონე არსება, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ აფრიკაში ბინადრობს - ეს ტყის ჟირაფია, ის ნაწილობრივ ზებრასაც წააგავს.

ოკაპი ანუ ტყის ჟირაფი - უიშვიათესი ცხოველი, რომელიც ჟირაფისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ბუნებრივ არეალში ისინი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ ამ ადგილებზე ოკაპს შეხვდებით, ძალიან მცირეა, რადგან ეს არსებები ძალიან მშიშრები არიან და ყოველთვის იმალებიან.

Zooclub

ზრდასრული ოკაპი 2 მ-ს აღწევს, მისი წონა 250 კგ, ხოლო კუდის სიგრძე - 40 სმ-ია. ასევე, მას ძალიან გრძელი ენა აქვს, ისევე, როგორც
მის მონათესავე ჟირაფებს. ოკაპი
ტყის მცენარეების ნაყოფითა და ბალახით იკვებება. იშვიათად ჭამს სოკოს და ხილს.

Zooclub

ტყის ჟირაფები ერთეულებად ცხოვრობენ, წყვილებად მხოლოდ გამრავლების პერიოდში შეხვდებით. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ოკაპები იშვიათად, თუმცა, ზოგჯერ ჯგუფებადაც გვხვდებიან, თუმცა, მსგავსი ქცევა სპეციალისტებისთვის ამ ეტაპზე ამოუხსნელია.

ოკაპის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20-30 წელია.

Zooclub

ტყის ჟირაფის მთავარ საფრთხეს ჯიქი წარმოადგენს, თუმცა, ოკაპს კარგად განვითარებული სმენა აქვს. ეს კი საფრთხის თავიდან აცილებაში ეხმარება.

Zooclub

ამ ცხოველის შესახებ ცოტას თუ სმენია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტყის ჟირაფები ერთეულებად ცხოვრობენ და მუდმივად იმალებიან, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, მომავალში მკვლევრებმა შეძლონ ოკაპის გაცილებით კარგად შესწავლა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?