15 ცხოველი, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ და ეს სრულიად რეალურია
15 ცხოველი, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ და ეს სრულიად რეალურია
გჯერათ თუ არა, რომ დედამიწაზე ცხოვრობენ ცხოველები, რომლებიც ფლობენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორი გმირებიც შეიძლება შექმნან კომიქსებში ან ფანტასტიკურ ფილმებში? თუ ასეთი ცხოველების არსებობის არ გჯერათ, გადახედეთ სიას.

მეცნიერები 25 წელია, ცდილობენ გატეხონ Turritopsis dohrnii-ის გენეტიკური კოდი - მედუზა, რომელიც, როგორც ჩანს, არ კვდება და მეტიც, მას შეუძლია ახალგაზრდობა დაიბრუნოს.

Zooclub

მიმიკურ რვაფეხას (Thaumoctopus mimicus) უნარი აქვს ზღვის ცხოველების ვიზუალური იმიტირება მოახდინოს, რათა მტაცებლისგან თავი გადაირჩინოს. ის იღებს სხვადასხვა ფორმას, რათა თავდამსხმელი შეცდომაში შეიყვანოს.

Zooclub

მოლუსკ
ის სახეობას Sepioteuthis lessoniana-ს შეუძლია უჩინარი გახდეს, თუმცა, არა სრულიად. ის ინიღბება ადამიანებისგან და თავის შეფერილობას იცვლის.

Zooclub

სალამანდრას თავისი კიდურების აღდგენის უნარი აქვს. მეცნიერები ჯერ
კიდევ სწავლობენ ამ ცხოველის უნიკალურ შესაძლებლობას.

Zooclub

კუდქნარას ნებისმიერი ხმის იმიტირების უნარი აქვს, რომელიც მას ესმის - დაწყებული ხის საჭრელით, ავტომობილით და დამთავრებული სხვა ფრინველებით.

Zooclub

თმიან ბაყაყს შეუძლია დაიმტვრიოს ძვლები და კანიდან გამოაძვრინოს, რათა ბრჭყალების მაგივრად გამოიყენოს. არც ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა, ხომ?

Zooclub

ნელამავალი - ეს არის ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია გადარჩენა ნებისმიერ აპოკალიპტურ სცენარში. ასევე, კოსმოსში, წყალში და ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში. ის გადარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედამიწა აღარ იარსებებს.

Zooclub

აფრიკულ თრითინას შეუძლია საშინელი სუნის სხეულიდან გამოფრქვევა, რათა მტერი შეაშინოს. ასევე, ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ ცხოველებს შორის მოიაზრება.

Zooclub

იხვნისკარტა - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძუძუმწოვარი. კვერცხის დადების გარდა, მას ელექტრო- ლოკაციის უნარიც აქვს.

Zooclub

ელექტრული გველთევზა - ეს არა მხოლოდ სახელია. მისი უნარი, გადაიქცეს ელექტრო ენერგიად და გამოყოს დაახლოებით 650 ვოლტი, სრულიად რეალურია.

Zooclub

თევზი სნაიპერი პირიდან წყალს წარმოუდგენელი სიმძლავრითა და სიზუსტით უშვებს.

Zooclub

ალბატროსის სახეობა, რომელსაც  შეუძლია იფრინოს 1000 კმ. ისე, რომ ფრთები არ ამორძაოს.

Zooclub

არავინ იცის რატომ, მაგრამ შიშველი მიწისმთხრელი ვირთაგვა კიბოთი არ ავადდება. მკვლევრები მის გენებს დღემდე სწავლობენ.

Zooclub

თუ ოდესმე გომბეშოსებრ ხვლიკს შეხვდებით, ყველაზე საშინელი სანახაობისთვის მოემზადეთ. აღგზნების შემთხვევაში, ის თვალებიდან და ცხვირიდან სისხლის წვეთებს ისვრის.

Zooclub

ასევე იხილეთ:

უკვდავი "სუპერ-ცხოველი", რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება...ის ბუნების კანონებს არღვევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?