გაიცანით უზარმაზარი ნიანგი, სახელად ბრუთუსი (+ვიდეო)
გაიცანით უზარმაზარი ნიანგი, სახელად ბრუთუსი (+ვიდეო)
გაიცანით უზარმაზარი ნიანგი, სახელად ბრუთუსი, რომელიც 5.5 მეტრის სიგრძისაა. ის ცხოვრობს ავსტრალიის სამხრეთ ტერიტორიაზე არსებულ მდინარე ადელაიდაში. სწორედ მის სანახავად გადიან ტურისტები წყლის სიღრმეში.

ბრუთუსი იშვიათი ცხოველია, რადგან 70 წელიც კი ნიანგისთვის საკმაოდ დიდი ასაკია, ხოლო სპეციალისტების თქმით, ბრუთუსი 80 წელზე მეტის უნდა იყოს.

მას პატარაობაში ზვიგენი დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი კიდეური დაკარგა. ბრუთუსს რამდენიმე კბილი არ აქვს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ როცა ჩვეულებრივი ნიანგი კბილს კარგავს, მის ადგილას ყოველთვის ახალი ამოსდის.

Zooclub

როცა ბრუთუსის ფოტო ინტერნეტით გავრცელდა, ადამიანების უმეტესობას
ფოტოშოფი ეგონა, თუმცა, ადელაიდას ტურის გიდი ჰარი ბრაუნი ირწმუნება, რომ ის ნამდვილად არსებობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

აღმოაჩინეს გიგანტური ანაკონდა, რომელიც 400 კილოგრამამდე იწონის

კატა სახელად ლოკი, რომელსაც ვაპირს ამსგავსებენ

ამ ლაბრადორს, როგორც გარეგნობა, ისე წარსულიც უცნაური აქვს

გიორგი
ვიდეო სად არის?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?