ამ ლაბრადორს, როგორც გარეგნობა, ისე წარსულიც უცნაური აქვს
ამ ლაბრადორს, როგორც გარეგნობა, ისე წარსულიც უცნაური აქვს
მისი სახე არც მოხატულია, არც ნიღაბი უკეთია. გაიცანით ეს 13 წლის ლაბრადორი რუდია. პატრონების თქმით, ძაღლს 1 წლის წინ დაეწყო თვალის ირგვლივ სითეთრე, ეს კანის დაავადება ვიტილიგოა.

ვიზუალობასთან ერთად ლაბრადორს წარსულიც სევდიანი აქვს. პირველად ის მოიწამლა მდინარის წყლით და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო მეორედ მას პოლიციელებმა შემთხვევით ესროლეს, როდესაც მძარცველების დასაკავებლად ერთ-ერთ შენობასთან ჩასაფრებულები იყვნენ და ძაღლი იქ შემთხვევით მოხვდა.

რუდიმ რამდენჯერმე გამოიცვალა პატრონები. დღეს ის მოსიყვარულე წყვილთან ნიკი და ტიმთან ერთად ცხოვრობს.

Zooclub

"როცა ვასეირნებთ, ხალხი გვაჩერებს და ინტერესით გვეკითხება, რა გავუკეთეთ თვალების
ირგვლივ ძაღლს. ვუხსნით, რომ მას კანის დაავადება აქვს, ზოგს სჯერა, თუმცა, ბევრია, რომლებიც ეჭვის თვალით
გვიყურებენ. მას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, უცნაური გარეგნობის გამო. "- ამბობს რუდის პატრონი.

Zooclub

საბედნიეროდ, ეს დაავადება ძაღლის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. რაც მთავარია, რუდის მოსიყვარულე პატრონები ჰყავს და ის მათთან ძალიან ბედნიერია.

ასევე იხილეთ:

იდუმალი მწვანე კატა ვარნას ქუჩებში დასეირნობს

ყველაზე უცნაური შეფერილობის კნუტი, რომელსაც წითელ პანდას ამსგავსებენ

"კატა ანგელოზი"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?