"ვაკიტა" - მსოფლიოში ყველაზე პატარა ვეშაპის სახეობა, რომელიც სპეციალისტების მონაცემებით, 12 ცალი შემორჩა
"ვაკიტა" - მსოფლიოში ყველაზე პატარა ვეშაპის სახეობა, რომელიც სპეციალისტების მონაცემებით, 12 ცალი შემორჩა
2000 წლისთვის მსოფლიოში ვაკიტას (ზღვის ღორი)  200-მდე ინდივიდი ბინადრობდა. ამჟამად მათი გადარჩენის შანსი ძალზედ მცირეა. სპეციალისტების ვარაუდით, ვეშაპისებრთა ყველაზე პატარა წარმომადგენელი  შესაძლოა 2021 წელს სრულიად გადაშენდეს. 

ამ იშვიათ და საოცარ ზღვის ცხოველს კალიფორნიულ ზღვის გოჭსაც უწოდებენ.

Zooclub

იგი მხოლოდ კალიფორნიის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობს.

Zooclub

სიტყვა "ვაკიტა" ითარგმნება, როგორც "პატარა ძროხა".

კალიფორნიული ზღვის გოჭი ვეშაპისებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. ზრდასრული ვაკიტა დაახლოებით მეტრნახევარია და 54 კგ-ს იწონის.

Zooclub

ეს მორცხვი ზღვის ძუძუმწოვარი მხოლოდ 1958 წელს აღმოაჩინეს, როდესაც სპეციალისტებმა სანაპიროზე ამ სახეობის რამდენიმე ჩონჩხი იპოვეს.

ვაკიტები დროის დიდ ნაწილს მარტო ან წყვილად ატარებენ, მონათესავე აფალინებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯგუფებად გადაადგილდებიან.

Zooclub

მას თვალის
გარშემო შავი წრეები აქვს, ამის გამო ვაკიტას ზღვის პანდასაც უწოდებენ.

Zooclub

ეკოლოგები მოითხოვენ, აიკრძალოს მოლუსკების და კრევეტების დაჭერა კალიფორნიის ყურეში, რათა ამ უნიკალური ზღვის ძუძუმწოვრის გადაშენების პროცესი თავიდან აიცილონ. 

სამწუხაროდ, ეს საოცარი არსებები ბრაკონიერების ხელით იხოცებიან.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?