ძაღლი 2 წელი საწოლის ქვეშ ცხოვრობდა...მისი ამბავი "კონკიას" ზღაპარს მოგაგონებთ
ძაღლი 2 წელი საწოლის ქვეშ ცხოვრობდა...მისი ამბავი "კონკიას" ზღაპარს მოგაგონებთ
ზღაპრული თავგადასავლები ძაღლების ცხოვრებაშიც ხდება და ამ პუდელის ისტორიაც, რომელსაც უცნაურ სახელს - "ლომის გულს" (lionheart) ეძახიან, ამის ნამდვილი მაგალითია. საცოდავმა ცხოველმა ბოლო ორი წელი საწოლის ქვეშ გაატარა, მისი ბეწვი იმდენად გაიზარდა და გაუხეშდა, რომ თავს და ბოლოს ვერ გაარჩევდით, თუმცა, კეთილი ადამიანების ხელში "ურჩხული" ულამაზეს "პრინცად" გადაიქცა.

აპრილის თვეში, ცხოველთა დამცველების ხელში მოხვდა არსება, რომელიც მოგვიანებით ძაღლი აღმოჩნდა.

RSPCA-ს (რიჩმონდის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია) წარმომადგენლის თქმით, პუდელი, სახელად "ლომის გული", მათ პატრონმა გადასცა. ამ შემთხვევას მომვლელებმა ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი უწოდეს.

Zooclub

აღმოაჩნდა,
რომ შვიდი წლის ძაღლი ბოლო ორი წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ ცხოვრობდა - მას არ უვლიდნენ,
ნორმალურად არ აჭმევდნენ და ცხოველს სეირნობის საშუალებაც არ ჰქონდა. პუდელს ბეწვი იმდენად ბინძური, გაუხეშებული და გაზრდილი ჰქონდა, რომ თავი და ბოლოს გარჩევა რთული იყო.

"როდესაც თავშესაფარში მოიყვანეს და პირველად დავინახე, ვერ ვიგებდი, თუ სად ჰქონდა თავი ან კუდი. არაფერი ჩანდა. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოველი თავს არაკომფორტულად გრძნობდა", - ამბობს ძაღლის მომვლელი.

Zooclub

პუდელზე ზრუნვა სპეციალისტებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს არა მხოლოდ მისი გარეგნობის გამო - იმისათვის, რომ ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ, ცხოველს სისხლის ანალიზის აღება სჭირდებოდა, მაგრამ ვეტერინარები უხეში და დიდი ბეწვის გამო ამას ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, პუდელს სჭირდებოდა კბილების გაწმენდა, ბრჭყალების მოჭრა და კასტრაცია.

Zooclub

ძაღლი ახალმა ვარცხნილობამ სრულიად შეცვალა - ის უსაყვარლეს ოთხფეხა ბინადრად გადაიქცა.

Zooclub

მიუხედავად რთული წარსულისა, პუდელი საოცრად თბილი და მოსიყვარულე აღმოჩნდა.

სამ-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, "ლომის გული" მზრუნველმა ოჯახმა აიყვანა.

Zooclub

პატრონებმა ძაღლს კოდი დაარქვეს. თავშესაფრის წარმომადგენლის თქმით, ახალ ოჯახს თავისი ბინადარი ძალიან უყვარს: "კოდი სულ მათთან ერთად არის. მან ყველას თავი შეაყვარა. ეს კონკიას ნამდვილი ისტორიაა".

Zooclub

და მართლაც, ზღაპრები სასიამოვნოდ უნდა სრულდებოდეს ცხოველებშიც კი, ისევე როგორც კოდის ამბავი.

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ:

ადამიანებმა "ურჩხული" იპოვეს, ის 16 კილოგრამი ბეწვისგან გაანთავისუფლეს და "პრინცად" გადაიქცა

"მაქციამ", რომლისაც ადამიანებს ეშინოდათ, მზრუნველი პატრონი იპოვა და ულამაზეს არსებად გადაიქცა

ძაღლი, რომელმაც მთელი ცხოვრება ჯაჭვზე დაბმულმა გაატარა, სიყვარულმა რადიკალურად შეცვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?