ძაღლი სახელად ლაზერი დიდი ხანი იმყოფებოდა სათავსოში, სადაც სიბინძურე და აუტანელი პირობები იყო. მისი მარტოხელა პატრონი სიკვდილის პირას იყო, ამიტომ ლაზერს ყურადღებას აღარავინ აქცევდა. როდესაც მეზობლებმა მშიერი, მოუვლელი, დაუძლურებული ცხოველი იპოვეს, ის ძალიან ჰგავდა "ნაგვის გროვას".
ლაზერი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრებმა წაიყვანეს ვეტერინართან, ხოლო შემდეგ მისი სხეული "გაანთავისუფლეს" საშინელი 16 კილოგრამამდე ბეწვისგან, რომელიც
"ურჩხული" ლამაზ პრინცად გადაიქცა. წლების შემდეგ, მან პირველად იგრძნო სიმსუბუქე.
შეიძლება ითქვას, რომ ძაღლმა თავიდან ისწავლა სიარული.
მასზე ვირჯინიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია big Fluffy dog Rescue ზრუნავს. ლაზერი თავშესაფარში დარჩება, იმ დრომდე, სანამ მისთვის მზრუნველ ოჯახს არ იპოვიან.
ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდა, რომ ჯამში მოთავსებული საკვები მისთვის იყო განკუთვნილი.
მომვლელების თქმით, დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ, ლაზერი მაინც მოსიყვარულე და თბილი ძაღლი დარჩა.
ასევე იხილეთ:
ჩვენთანაც ხდება საოცრებები - 12 წლის მიტოვებულმა ნოლამ ყველაზე თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა
კუკიაზე ნაპოვნი ჯუჯა პუდელი - ისტორია, რომლის ბედნიერად დასრულებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ!
აღარავის ჰქონდა ამ ძაღლის გადარჩენის იმედი, თუმცა, სასწაულებიც ხდება...