error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0a2948e2f63f4584c6af586a3f1d0035.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ძაღლის რვა ჯიში, რომლებზეც ალერგია არ დაგემართებათ
ძაღლის რვა ჯიში, რომლებზეც ალერგია არ დაგემართებათ
თუ თქვენ დარდობთ ცხოველების მიმართ ალერგიაზე ან ეძებთ ისეთი ჯიშის ძაღლებს რომლებსაც ნაკლებად სცვივათ ბეწვი, სხვადასხვა არჩევანის საშუალება გაქვთ.
მართალია, ისეთი ძაღლის ჯიშის მოძებნა, რომელსაც საერთოდ არ სცვივა ბეწვი შეუძლებელია, თუმცა ბიშონ ფრიზი ასეთ ჯიშთან ახლოსაა.
ისინი ძალიან აქტიურები, მხიარულები, ენერგიით აღსავსე არიან და ალერგიას არ იწვევენ. ამასთან ერთად, ისინი ხშირად საჭიროებენ დავარცხნას, რათა არ მოხდეს ბეწვის შეთელვა.

ტაქსა – ცნობილები არიან თავიანთი გრძელი ტანითა და მოკლე ფხებით. მათ მოკლე ბეწვი აქვთ და არც ისე ხშირად სცვივათ ბეწვი. პატარა მოცულობის
გამო ტაქსები
საუკეთესოები არიან სახლისთვის, ასევე შესაძლებელია მშობლების ზედამხედველობის ქვეშ მათი ბავშვებთან ურთიერთობა.

პუდელი - საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს, თუმცა პუდელები საჭიროებენ რეგულარულად პროფესიონალურ დავარცხნას, რათა ბეწვები კარფ ფორმაში შეინარჩუნონ. არსებობს პუდელის სამი ჯიში – სტანდარტული, მინიატიურული და სათამაშო. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერში აირჩიოთ და გახსოვდეთ, ისინი საუკეთესო კომპანიონები არიან.

პორტუგალიური წყლის ძაღლი (Portuguese Water Dog) – ცნობილები არიან თავიანთი სიძლიერითა და ენერგიულობით. პორტუგალიური წყლის ძაღლის ბეწვი წყალგამძლე და არაალერგიულია. ისინი რეგულარულად საჭიროებენ დავარცხნას, რათა ბეწვი არ შეითელოს. საუკეთესო და ერთგული კომპანიონები არიან, თუმცა ვინაიდან აქტიური და ათლეტური ჯიშის ძაღლები არიან, მათ რეგულარულად სჭირდებათ ვარჯიში, რათა ფორმაში იყვნენ.

იორკშირ ტერიერი – იორკებს ძალიან ცოტა ბეწვი სცვივათ და ასევე მათი წაყვანა სამოგზაუროდ ძალიან ადვილია. ისინი ენერგიულები და მხიარულები არიან. უყვართ თამაში. საჭიროებენ რეგულარულ დავარცხნას.

სტანდარტული შნაუცერი – მართალია, მათ ნაკლებად ცვივათ ბეწვი, მაგრამ ისინი წელიწადში ორჯერ ხელით გაპუტვას საჭიროებენ. საჭიროა ულვაშებსა და ფეხებზე ბეწვების რეგულარული დავარცხნა, რათა არ მოხდეს ბეწვის შეთელვა. შნაუცერები სოციალურები არიან და არაჩვეულებრივად ურთიერთობენ ბავშვებთან. სავალდებულოა მათი გაწვრთნაც.

ბორდერ ტერიერი
– გამოირჩევა მტკიცე ხასიათითა და სიფხიზლით, ძალიან ეფექტურები არიან და ადვილად იწვრთნებიან. მათი აქტიური ბუნება საჭიროებს რეგულარულ ვარჯიშს, ხოლო წყალგამძლე ბეწვი – მუდმივ დავარცხნას და წელიწადში ორჯერ ხელით გაპუტვას.

მალტისი (Maltese) – მათ გრძელი და აბრეშუმისმაგვარი თეთრი ბეწვი აქვთ. მალტისები მამაცები და კეთილები არიან. იგი ოჯახის ძაღლია, რომელსაც არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ისინი საჭიროებენ მუდმივ დავარცხნას, რათა ბეწვი არ შეეთელოთ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?