ძაღლი, რომელმაც მთელი ცხოვრება ჯაჭვზე დაბმულმა გაატარა, სიყვარულმა რადიკალურად შეცვალა
ძაღლი, რომელმაც მთელი ცხოვრება ჯაჭვზე დაბმულმა გაატარა, სიყვარულმა რადიკალურად შეცვალა
როდესაც ცხოველთა დამცველებმა ოდინი აღმოაჩინეს, ძაღლი საშინელ მდგომარეობაში იყო და აუცილებელ მკურნალობას საჭიროებდა.

ოდინი მომშენებლისგან წამოიყვანეს, რომელსაც ცხოველი მთელი ცხოვრება ჯაჭვით დაბმული ჰყავდა. მისისიპის (აშშ) ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები თავიდან ვერ მიხვდნენ ოდინის წარმომავლობას. მისი გარეგნობა იმდენად შეცვალა სხვადახვა დაავადებამ, რომ ძაღლის ჯიშის ამოცნობა რთული იყო,"- წერს გამოცემა thedodo.


"ის ძალიან დასუსტებული, გამოფიტული და თითქმის ბეწვის გარეშე დაგვხვდა. სხეულს ჭრილობები ფარავდა, ხოლო ინფექციის გამო კანზე საშინელი სუნი ასდიოდა. ოდინს კბილებიც მომტვრეული ჰქონდა. საცოდავ ძაღლს ყველანაირი საშინელება თავს დაატყდა,"- ამბობს ცხოველთა დამცველი.

Zooclub

ცხოველის მკურნალობის პროცესი წარმატებით
მიმდინარეობდა. ის ნელ-ნელა სიცოცხლისკენ ბრუნდებოდა და ბეწვიც ამოსდიოდა. საბოლოოდ ცნობილი გახდა, თუ რა ჯიშის ძაღლი
იყო- რამდენიმე ხანში,  ხშირი, გრძელი და ლამაზი ბეწვით ოდინი გრაციოზულ ალასკურ მალამუტად გადაიქცა.

Zooclub

რთულია ამოიცნო ამ საცოდავი, გამოფიტული ძაღლისგან, ულამაზესი მალამუტი. ოდინი მზრუნველ ოჯახში მოხვდა. ბედნიერი პატრონი ყოველ დღე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ანთავსებს ძაღლის ფოტოებს.

Zooclub

არაერთი ძაღლი ხდება უდიერი მომშენებლის მსხვერპლი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გასამრავლებლად საშინელ პირობებში ამყოფებენ მათ. საბედნიეროდ, ცხოველთა დამცველებს არაერთი შინაური ცხოველი გადაურჩენიათ უპასუხისმგებლო მომშენებლისგან.

ასევე იხილეთ:

ექვსი წლის ბავშვმა სიკვდილისგან 1000-ზე მეტი ძაღლი იხსნა

გამვლელმა მომაკვდავი ძაღლის დახმარება გადაწყვიტა. 10 თვის შემდეგ ის მიხვდა, რომ ჰასკი გადაარჩინა

ულამაზესი გარეგნობის ძაღლმა თავად მიაკითხა ცხოველთა თავშესაფარს
ვახო
ვინც ასე აბამს ძაღლს ჯაჭვზე, თვითონ ეს, არა ადამიანი უნდა დააბა მთელი ცხოვრება ჯაჭვზე და გაიგოს თუ როგორია დამცირება!!!! ფუ როგორ მეჯავრება ესეთი სადისტები ვინც სხოველებს ასე ეპყრობა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?