"მაქციამ", რომლისაც ადამიანებს ეშინოდათ, მზრუნველი პატრონი იპოვა და ულამაზეს არსებად გადაიქცა
"მაქციამ", რომლისაც ადამიანებს ეშინოდათ, მზრუნველი პატრონი იპოვა და ულამაზეს არსებად გადაიქცა
როდესაც კალიფორნიის ერთ-ერთ ქუჩაზე უცნაური არსება გამოჩნდა, ალაგ-ალაგ ბეწვით დაფარული და ქავილისაგან ტკივილით დატანჯული, არავის უფიქრია მისი დახმარება. ცხოველი იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, რომ მას მონსტრს ეძახდნენ, ხოლო შემდეგ მაქციაც უწოდეს, რადგან ვერ გაიგეს, თუ რა არსება ბინადრობდა მათ სიახლოვეს.

ძაღლის კანი საშინლად გაღიზიანებული იყო, ბეწვი ნახევრად გაცვენილი, ხოლო რაც კანზე შემორჩენოდა, ეკლებივით ყალყზე იდგა. ცხოველს შიმშილისა და დაავადებებისგან გადაადგილება უჭირდა. მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა სიცოცხლისთვის, მაგრამ საოცრებაც ხდება.

ძაღლი თავშესაფრის მეპატრონემ, მეგან ბაუმ იპოვა. გოგონა გაოგნებული იყო ცხოველის მდგომარეობით, რომელსაც
უკვე სიარულიც აღარ შეეძლო. "მაქცია", როგორც მას უწოდებდნენ, გასაცოდავებული გერმანული ნაგაზი აღმოჩნდა.

Zooclub

"როდესაც ძაღლი ასეთ
მდგომარეობაში ვნახე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ის სიკვდილის პირას იყო", - ამბობს მეგანი.

გოგონამ გერმანული ნაგაზი ვეტერინართან წაიყვანა. მას არაერთი დაავადება აღმოაჩნდა, მათ შორის მუნი. გარდა ამისა, ცხოველს მოტეხილი ჰქონდა კუდისა და მენჯის ძვლები. ვეტერინარის ვარაუდით, ძაღლმა მოტეხილობები მანქანის დარტყმის შედეგად მიიღო.

Zooclub

მეგანი და ვეტერინარი გერმანულ ნაგაზს რამდენიმე თვე მკურნალობდნენ. დროთა განმავლობაში ცხოველი უმჯობესდებოდა, მას კვლავ შეეძლო სიარული და ბეწვიც ეზრდებოდა. ამ დროის განმავლობაში ძაღლმა საოცრად თბილი ხასიათი გამოავლინა.

Zooclub

"ის მოსიყვარულე ძაღლია. თუ ვზივარ, იგი მხარზე თავს მადებს და თითქოს ჩახუტებას ცდილობს", - ამბობს მეგანი.

კეთილი ადამიანების დიდი ძალისხმევის შედეგად, ძაღლი გამოჯანმრთელდა. მას მზრუნველი ოჯახი სჭირდებოდა, თუმცა, ოთხფეხა არსებას ამ მხრივაც გაუმართლა. მის გამოჯანმრთელებას დიდხანს აკვირდებოდა ტიანა ბისბი დედასთან და დასთან ერთად. მათ ცხოველი სახლში წაიყვანეს და სახელად კინგი დაარქვეს.

Zooclub

ოჯახში კინგთან ერთად ცხოვრობს სამი ძაღლი, რომლებსაც გერმანული ნაგაზი პირველივე დღიდან დაუმეგობრდა.

Zooclub

ძაღლმა საბოლოოდ შეიძინა მოსიყვარულე ოჯახი და ულამაზეს არსებად გადაიქცა, ხოლო წარსულს მხოლოდ დაკარგული კუდი ახსენებს.

Zooclub

"მას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრებისგან ესწავლა, როგორ უნდა იქცეოდეს ძაღლი. კინგი ხროვას კარგად შეეგუა. ის უყეფს ადამიანებს, რომლებსაც სხვა ძაღლები უყეფენ და მირბის იქ, სადაც თავისი ოთხფეხა მეგობრები მირბიან. ბედნიერი ვარ, როდესაც მათ თამაშს ვუყურებ", - ამბობს ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიცვალა მზრუნველობის შედეგად უპატრონო ძაღლი, სულ რაღაც 8 თვეში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

ადამიანებმა "ურჩხული" იპოვეს, ის 16 კილოგრამი ბეწვისგან გაანთავისუფლეს და "პრინცად" გადაიქცა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?