წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიცვალა მზრუნველობის შედეგად უპატრონო ძაღლი, სულ რაღაც 8 თვეში
წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიცვალა მზრუნველობის შედეგად უპატრონო ძაღლი, სულ რაღაც 8 თვეში
გასულ წელს კეთილმა ოჯახმა ხორვატიის ერთ-ერთი ქალაქში, ქუჩის ძაღლი აიყვანა. მშიერი და გამოფიტული ცხოველი ვეტერინართან წაიყვანეს და მისი მკურნალობისთვის თანხაც არ დაიშურეს. პატარა არსება, რომელსაც ახალმა პატრონმა ფროდო დაარქვა, თვალის ინფექციითა და კანის დაავადებით იტანჯებოდა.

Zooclub

"მისი დანახვისას თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ ეს ძაღლი იყო. შეხვედრისთანავე ამ უსუსური არსების გადარჩენა გადავწყვიტე", - ამბობს ძაღლის ვეტერინარი კლაუდია.

ფროდოს კანზე უამრავი პარაზიტი ბინადრობდა, ის ძვალზე გადაკრული ტყავი იყო.

Zooclub

"ეჭვი გვეპარებოდა, რომ გადარჩებოდა", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

ვეტერინარი იმედს არ კარგავდა. სურდა, ცხოველისთვის სიცოცხლის
მეორე შანსი მიეცა, თუმცა, ერთი თვალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Zooclub

ფროდოს ჯანმრთელობა ეტაპობრივად უმჯობესდებოდა.

რამდენიმე თვის
შემდეგ, ის საოცრად შეიცვალა და უსაყვარლეს არსებად იქცა.

Zooclub

"ოცნებაც არ შეგვეძლო, რომ ფროდო ასე გალამაზდებოდა", - ამბობს პატრონი.

Zooclub

და აი, მისი ახალი ოჯახი, რომელმაც ცხოველს მზრუნველობა არ მოაკლო და სიცოცხლის მერე შანსი მისცა.

Zooclub

ფროდოს წარსული საშინელი იყო, თუმცა, მას მოსიყვარულე ადამიანების დამსახურებით, ბედნიერი მომავალი ელის.

ასევე იხილეთ:

პოლიციელებმა მიტოვებულ სახლში მყოფი ორი მომაკვდავი ძაღლი გადაარჩინეს

გოგონამ თავშესაფრიდან პიტბული აიყვანა... იგი იმდენად ბედნიერია, რომ პატრონს გამუდმებით ეხუტება

როგორ იცვლებიან ძაღლები, როდესაც ისინი თავშესაფრიდან ახალ სახლში მიჰყავთ: 9 ბედნიერი სახე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?