გოგონამ თავშესაფრიდან პიტბული აიყვანა... იგი იმდენად ბედნიერია, რომ პატრონს გამუდმებით ეხუტება
გოგონამ თავშესაფრიდან პიტბული აიყვანა... იგი იმდენად ბედნიერია, რომ პატრონს გამუდმებით ეხუტება
20 წლის სტუდენტი კაილი ცხოველთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობს და ყოველდღიურად ასეირნებს ძაღლებს. იგი პირველად შეხვდა პიტბულ რასს და მაშინვე მიხვდა, რომ მათ შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობდა. სწორედ ეს შეგრძნება დაეხმარა გოგონას საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. მან რასი სახლში წაიყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლს ევთანაზია (სამუდამო დაძინება) ემუქრებოდა.

"რასი თავშესაფარში ქუჩიდან მიიყვანეს. მისი გარეგნობიდან კარგად ჩანდა, რომ ნაცემი იყო..." 

Zooclub

"...ამასთანავე, ცხოველს კუდსა და ყურებზე არ ჰქონდა ბეწვი და შიმშილისგან გამოფიტული იყო."

Zooclub
გოგონამ თავშესაფრიდან პიტბული აიყვანა... იგი იმდენად ბედნიერია, რომ პატრონს გამუდმებით ეხუტება" />

"ის მშვიდად იჯდა და მაკვირდებოდა. მაშინვე გავიფიქრე, რომ დაუყოვნებლივ უნდა წამეყვანა სახლში."

Zooclub

გოგონამ იცოდა, რომ სწრაფად უნდა ემოქმედა, რადგან თავშესაფარი 15 ძაღლის სამუდამო დაძინებას აპირებდა, მათ შორის
რასიც მოიაზრებოდა.

Zooclub

"შესაძლოა, ნებისმიერი ძაღლი მოხვედრილიყო "სიკვდილის ოთახში", რასიც მათ შორის იყო."

იმ დღიდან, როცა კაილიმ ძაღლი სახლში წაიყვანა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი განსაკუთრებული იყო.

Zooclub

და მართლაც, რასი ყოველდღიურად გამოხატავს გოგონას მიმართ სიყვარულს, სითბოსა და მადლიერებას.

Zooclub

"ერთ საღამოს სავარძელზე ვიჯექი და საშინაო დავალებას ვასრულებდი. ის მომიახლოვდა და ცდილობდა ჩამხუტებოდა", - ამბობს კაილი.

Zooclub

კაილის იმედი აქვს, რომ ეს ფოტოები სხვა ადამიანების შთაგონების წყარო გახდება და არაერთ ოჯახს გაუჩნდება ძაღლის თავშესაფრიდან აყვანის სურვილი. ისინი ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი მადლიერნი და ერთგულნი იქნებიან.

Zooclub

ასევე იხილეთ:

წერილი ძაღლისგან, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ

მადლიერი კენგურუ თავის გადამრჩენელთან ჩასახუტებლად ყოველდღე ბრუნდება

ძაღლს დაარტყა მანქანამ, მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს და მაინც გადარჩა
...
ეს არის ნამდვილი ადამიანობა.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?