პუდელი
პუდელი
პუ­დე­ლის პატ­რო­ნის­თვის მას­ზე კარ­გი ჯი­ში არ არ­სე­ბობს. მი­სი მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, იშ­ვი­ა­თად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სხვა ძაღ­ლებით – ამ გო­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლის მომ­ხიბ­ლა­ო­ბა ყვე­ლას ატყ­ვე­ვებს . პუ­დე­ლი უკ­ვე XIII სა­უ­კუ­ნი­დან არის ცნო­ბი­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლად მას გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში იყე­ნებ­დნენ ნა­დი­რო­ბის დროს მოკ­ლუ­ლი წყლის ფრინ­ვე­ლის პატ­რონ­თან მი­სა­ტა­ნად. ბევრს მი­აჩ­ნი­ა, რომ ძაღ­ლის ჯი­შებ­ში პუ­დე­ლი ყვე­ლა­ზე გო­ნი­ე­რი­ა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­მი ზო­მის პუ­დე­ლი: სტან­დარ­ტუ­ლი (დი­დი), მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი და თოი (იხ. გვ. 168-169). თა­ვი­სი ზო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ძაღ­ლი მე­ტად ხმა­უ­რი­ა­ნი მო­და­რა­ჯე­ა. უზო­მოდ უყ­ვარს მხი­ა­რუ­ლე­ბა, თა­მა­ში და თუ­კი ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში არ ჩარ­თავთ, გა­გე­ბუ­ტე­ბათ.
ცო­ტა არ იყოს, ეგო­ის­ტია და იცის ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის მი­მართ.

პუ­დე­ლი დიდ­ხანს ცოცხ­ლობს, ის უნ­და
აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და ექ­ვს-რვა კვი­რა­ში ერ­თხელ გაკ­რი­ჭოთ. ყუ­რე­ბი ხში­რად შე­უ­მოწ­მეთ, ხომ არ ჰყავს ტკი­პა და თუ ასე­ა, ბეწ­ვე­ბი­ა­ნად ამო­ა­ჭე­რით. რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უწ­მინ­დეთ კბი­ლე­ბი.

Zooclub


მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია, საფრანგეთი
მთავ. დანიშნ - ნანადირევის მოტანა
ტემპერამენტი - გონიერი, ერთგული
სიც. ხანგრძლივობა - 14-18 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
28-61 სმ
7-32 კგ
ძუ
28-56 სმ
7-27 კგ

Zooclub

კუ­დი
სტან­დარ­ტუ­ლებს, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე აჭ­რი­ან კუ­დის სიგ­რძის ნა­ხე­ვარს, ხო­ლო მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლებს – კუ­დის მე­სა­მედს.

თათები
პა­ტა­რა და ოვა­ლუ­რი ფორ­მის, მკვე­თრად ამოზნექილი თითებით, სქე­ლი და მყა­რი ბა­ლი­შე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს გამ­ხდა­რი, Uუ­კა­ნა – და­კუნ­თუ­ლი.

ბეწ­ვი
სქე­ლი, მატყ­ლი­სე­ბუ­რი, ზამ­ბა­რა­სა­ვით დახ­ვე­უ­ლი კუ­ლუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ისე აქვს და­ვარ­ცხნი­ლი, რომ ღრუბ­ლის ქუ­ლას წა­ა­გავს, ან­და გაკ­რე­ჭი­ლი აქვს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად. შეფერილობები: თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი, გარ­გა­რის­ფე­რი, შა­ვი, ვერ­ცხლის­ფე­რი ან
ცის­ფე­რი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი და ოვა­ლუ­რი ფორ­მის.

სა­ხე
გრძე­ლი, სწო­რი და კოხტა სა­ხე, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ყუ­რე­ბი
გრძე­ლი, ფარ­თო, ბეწ­ვით უხ­ვად შე­მო­სი­ლი.

ტა­ნი
კარ­გი პრო­პორ­ცი­ის, დი­დი გულ­მკერ­დი­თა და ძლი­ე­რი კის­რით.


პუ­დე­ლე­ბი _ აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი _ მოძ­რა­ო­ბენ მსუ­ბუ­ქად და მოქ­ნი­ლად _ თით­ქოს ზამ­ბა­რე­ბი აქვთ ფე­ხებ­ზე. ბევ­რი პატ­რო­ნი პუ­დელს მთლი­ა­ნად, ბატ­კა­ნი­ვით კრეჭს, რად­გან ასე უად­ვილ­დე­ბა მი­სი მოვ­ლა.
პუ­დელს ტრა­დი­ცი­უ­ლად კრეჭ­დნენ იმი­ტომ, რომ ტა­ნის მძი­მე ბეწვს ცურ­ვი­სას ხე­ლი არ შე­ე­შა­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, ფე­ხებ­ზე, კუდ­ზე, კი­სერ­სა და მხრებ­ზე უტო­ვებ­დნენ, რაც სი­ცი­ვის­გან იცავ­და.

Zooclub

მარ­თა­ლი­ა, ამ ძაღ­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ წყალ­ში ჭყუმ­პა­ლა­ო­ბა და სე­ირ­ნო­ბა, მაგ­რამ ზედ­მე­ტი ვარ­ჯი­შის მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა არ აქვთ. ისი­ნი კარ­გად და ჯან­სა­ღად იგ­რძნო­ბენ თავს, თუ­კი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ე­ცე­მათ უსა­ბ­ლოდ ცურ­ვის, სირ­ბი­ლი­სა და თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ზო­გი­ერთ პუ­დელს ხვე­უ­ლი, უხე­ში ბეწ­ვი აქვს და არ სცვი­ვა. მათ ყო­ლას ურ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ძაღ­ლის ბა­ლან­ზე ალერ­გია აქვთ. ოდეს­ღაც პუ­დელს დი­დად აფა­სებ­დნენ ცირ­კის მსა­ხი­ო­ბე­ბიც სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბი­სა
და ად­ვი­ლად წვრთნის გა­მო.


რჩევა:
ლეკ­ვის შე­ძე­ნი­სას, გა­მო­იკ­ვლი­ეთ მი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.­
ეს ძაღ­ლე­ბი ღი­ზი­ან­დე­ბი­ან, თუ­კი მო­აკ­ლდე­ბათ ადა­მი­ა­ნის ყუ­რადღ­ე­ბა


ტეგები
nana
სად უნდა ვიყიდო??
მაკო
ჩემი ჩიკო გამახსენა ამ სტატიამ...აბსოლუტური სიმართლეა---პუდელის შემდეგ კოკერ-სპანიელსაც კი ვერ ვეგუები. საოცრად გონიერი და საყვარელი ძაღლი იყო, გამორჩეულად უყვარდა ოჯახის 2 წევრი და მათი სახლიდან გასვლა ლამის ჭკუიდან შლიდა--აღარავის ეკარებოდა და მათ დაბრუნებამდე პატარა ბავშვივით მოთქვამდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?