ოჯახი თავის დაკარგულ ძაღლს სხვა ქალაქში შემთხვევით შეხვდა (ემოციური ვიდეო)
ძაღლი ადამიანის მეგობარია, ამიტომ როდესაც ოთხფეხა მეგობარი იკარგება, მოსიყვარულე პატრონისთვის ეს ყოველთვის მტკივნეულია. ამ ამბის მთავარი გმირიც დაკარგული შინაური ცხოველია, რომლის გაუჩინარებას თურქეთში მცხოვრები ოჯახი ძალიან განიცდიდა.

ორი თვის წინ ძაღლი ლეო დაიკარგა. პატრონები მას დიდხანს ეძებდნენ და მის უკვალოდ გაქრობას ძალიან განიცდიდნენ, თუმცა, ცხოველის სამყოფელს ვერ მიაგნეს.

Zooclub

ლეოს დაკარგვიდან ორი თვე იყო გასული. ძაღლის პატრონის შვილი, სეტაჩ არჩი მეზობელ ქალაქში, თითქმის 100 კილომეტრის დაშორებით, სამუშაოდ წავიდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა უცხო ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნია ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავდა ლეოს. მან მშობლებს
ცხოველის ფოტო გაუგზავნა, რადგან ვერ წარმოიდგენდა, რომ ძაღლი თავისი სახლიდან ასე შორს აღმოჩნდებოდა.

Zooclub

მოხუცი ცოლ-ქმარი
მეზობელ ქალაქში წავიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შვილმა ნამდვილად მათი ძაღლი იპოვა.

როდესაც მაღაზიასთან მწოლიარე ოთხფეხა ბინადარმა პატრონი დაინახა, სიხარულისგან სირბილი დაიწყო და საყვარელ ადამიანს ეხუტებოდა.

ძაღლი გახარებულმა ოჯახმა სახლში წაიყვანა.

Zooclub

უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა ლეო სახლიდან ასი კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ახლა პატრონებისთვის მთავარია, რომ ის ჯანმრთელი, ცოცხალი და კვლავ მათი ოჯახის ნაწილია.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა

3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონმა რუსთაველის გამზირზე იპოვა, მათი შეხვედრა საოცარია

პატრონები ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყინულში გახვეული ბეწვის გორგალი მათი კატა აღმოჩნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?