პატრონები ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყინულში გახვეული ბეწვის გორგალი მათი კატა აღმოჩნდა
პატრონები ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყინულში გახვეული ბეწვის გორგალი მათი კატა აღმოჩნდა
აშშ-ში ძლიერი ყინვების გამო შინაური ცხოველები, რომლებსაც ქუჩაში მარტო სეირნობა უყვართ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: ქალაქ კალისპელში პატრონმა კატა სახელად ფლაფი დაკარგა, რომელიც ეზოში სასეირნოდ გავიდა. სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაკარგული ცხოველის ოჯახმა თოვლში გახვეული ბეწვი შეამჩნია, ის ჯერ კიდევ სუსტად სუნთქავდა...

გასაცოდავებული ცხოველი ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ფლაფი აღმოჩნდა, შინაური გრძელბეწვიანი კატა. მისი გადარჩენის ისტორიამ სოციალური ქსელები მოიცვა.

Zooclub

ვეტერინარული კლინიკის თანამშრომლებმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს: "პატრონებმა თავიანთი კატა, პირდაპირი მნიშვნელობით თოვლში ჩაფლული იპოვეს. ცხოველი ჩვენთან მოიყვანეს. ის არ რეაგირებდა შეხებაზე."  ვეტერინარები დაუყოვნებლივ
შეუდგნენ კატის გადარჩენას.

Zooclub

ფლაფის პატრონებმა ის სახლის სიახლოვეს იპოვეს, როდესაც შტატში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

სპეციალისტებმა ცხოველის გასათბობად რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს- თბილი წყალი, მედიკამენტები, თბილი პლედი, რათა სხეულის ტემპერატურა აწეულიყო. ვეტერინარებმა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეძლეს ტემპერატურის დარეგულირება.

Zooclub

"რამდენიმე საათში ფლაფიმ მოძრაობა და კნავილი დაიწყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს კარგის ნიშანი იყო და ის კარგად გახდებოდა,"- ამბობს ვეტერინარი, რომელმაც კატა გადაარჩინა.

კატა, რომელიც ყველას ეგონა, რომ მოკვდებოდა, სასწაულებრივად გადარჩა. რამდენიმე საათის შემდეგ ცხოველი თავს კარგად გრძნობდა- ყოველივე კი პროფესიონალი სპეციალისტების დამსახურებაა.  მან ღამე კლინიკაში გაატარა, ხოლო მომდევნო დღეს სახლში მშვიდობიანად დაბრუნდა. ვეტერინარები ხუმრობდნენ, რომ კატას კიდევ რვა სიცოცხლე დარჩა.

წყარო: today.com

ასევე იხილეთ:

წყვილმა გადაარჩინა კატა, რომელსაც თათები მიწაზე მიეყინა

როგორია შინაური ცხოველის იმუნიტეტი ცივი ზამთრის დროს?

ინდურ სპილოებს თბილი სვიტერები მოუქსოვეს, რომ ყინვაში არ გაცივდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?