კატამ ჩამოკიდებული კანით პირველად იგრძნო ადამიანების სითბო და სიყვარული
კატამ ჩამოკიდებული კანით პირველად იგრძნო ადამიანების სითბო და სიყვარული
მიუხედავად არასრულყოფილებისა, განსაკუთრებული გარეგნობის ცხოველები ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებიან და ტობი ერთ-ერთი მათგანია. გამორჩეული გარეგნობის კატა ელერს-დანლოსის სინდრომით იტანჯება, რომელიც ჩამოკიდებული და მყიფე კანით ვლინდება.

როდესაც ბრიტანელმა ჯორჯინა პრაისმა და მისმა საქმრომ პირველი კატა აიყვანეს, ცხოველი 16 წლის იყო და რამდენიმე თვის შემდეგ მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოთხფეხა ბინადარი სულ რამდენიმე თვე ჰყავდა, მის დაკარგვას ძალიან განიცდიდა.

სევდიანი ფაქტის შემდეგ წყვილი ეძებდა კატას ქრონიკული დაავადებით ან ისეთს, რომელსაც  თავშესაფარში დიდი ხანი ჰქონდა გატარებული. მათ ცხოველთა დაცვის პორტალზე ნახეს ტობისა და კვინტონის ფოტო -
მეგობარი კატები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდნენ.

Zooclub

7 წლის შავ-თეთრ კვინტონს არც ერთი კბილი არ
ჰქონდა, ხოლო 6 წლის ტობი ელერს- დანლოსის სინდრომით იტანჯებოდა. ცხოველების ისტორია იმდენად სევდიანი იყო, რომ ჯორჯინა და მისი მეგობარი ბიჭი კატების ასაყვანად თავშესაფარში წავიდნენ.

Zooclub

როდესაც წყვილს ისინი სახლში მიჰყავდა, ცხოველები შეშინებულები იყვნენ. მათი აყვანა დიდი ხნის განმავლობაში არავის სურდა, ამიტომ ტობისა და კვინტონს თავშესაფრის თანამშრომლების გარდა არავისთან შეხება არ ჰქონიათ. პირველი შეხვედრისას შეშინებული ტობი მეგობრის უკან იმალებოდა, თუმცა, კვინტონი გაცილებით კონტაქტური აღმოჩნდა - მან უცხო ადამიანებს მოფერების ნება დართო.

Zooclub

საბედნიეროდ, კატები სწრაფად შეეჩვივნენ ახალ სახლს, ხოლო პატრონები მათი კომფორტისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. შვიდი თვის შემდეგ ცხოველები თავიანთ თავს ოჯახის სრულუფლებიან წევრებად თვლიდნენ. კვინტონი თავის მეგობარს გვერდიდან არ სცილდება. ისინი ერთად ჭამენ, სძინავთ და ერთად თამაშობენ.

Zooclub

რას შეეხება ტობის, მისი მუცლის კანი თითქმის იატაკამდე ჩამოდის, ამიტომ წყვილი ძალიან განიცდის, რადგან სამომავლოდ, შესაძლოა, ცხოველს პრობლემები შეექმნას. "სინდრომმა შესაძლოა, სახსრების პრობლემა გამოიწვიოს, ხოლო ტყავის ანომალიურმა წონამ შეიძლება, სამომავლოდ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შექმნას", - ამბობს ჯორჯინა.

Zooclub

ტობის განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. პატრონები ყოველთვის ყურადღებით არიან, რომ კატა სიმაღლიდან არ გადმოხტეს და სახსრები არ დატვირთოს. სირთულეების მიუხედავად, ოჯახის წევრებს უჩვეულო გარეგნობის ცხოველი ძალიან უყვართ.

Zooclub

ტობი ჩვეულებრივი კატაა - მასაც სხვებივით მოსწონს თამაში, ფრინველების თვალთვალი და მოფერება.

ჯორჯნამ ფუმფულა ბინადრის ისტორია გააზიარა, რათა სხვებსაც მოუწოდოს, იზრუნონ განსაკუთრებული გარეგნობის კატებზე. "მიუხედავად განსაკუთრებული მოთხოვნისა, ისინი საოცარ ცხოველებად რჩებიან, თავიანთი უნიკალური ხასიათითა და ქცევით. მთავარია, რომ გვიყვარს და მათაც ვუყვარვართ", - ამბობს კატის პატრონი.

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ის არ გავს ჩვეულებრივ ძაღლს, მაგრამ ყველა შემხვედრს აოცებს კეთილი გულით

როგორ დაუმეგობრდა კურდღლისტუჩა და სხვადასხვა ფერის თვალების მქონე ბავშვი თავისივე მსგავს კატას?

ძაღლი, სახელად კუპერი, რომელიც დაბადებიდან ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?