ის არ გავს ჩვეულებრივ ძაღლს, მაგრამ ყველა შემხვედრს აოცებს კეთილი გულით
ის არ გავს ჩვეულებრივ ძაღლს, მაგრამ ყველა შემხვედრს აოცებს კეთილი გულით
გაიცანით საოცრად თბილი და გულკეთილი ძაღლი, რომელსაც ხერხემლის იშვიათი დაავადება აქვს. მისი სახელია კვაზიმოდო. ის კენტუკის ქუჩებში უპატრონოდ დადიოდა, თუმცა, კეთილმა ადამიანებმა კვაზიმოდო მინესოტას ცხოველთა თავშესაფარში მიიყვანეს.

თავშესაფარში მიყვანილ უპატრონო ძაღლს ჰქონდა კისერზე საბმელი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კანში შეზრდოდა. ის დაახლოებით 4 წლის არის და როგორც ჩანს, სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზია, მაგრამ ე.წ. მოკლე ხერხემლის გამო, კვაზიმოდო თავის ჯიშთან შედარებით პატარა ზომისაა.

Zooclub

ასევე, სპეციალისტებმა დაუდგინეს შინაგანი ორგანოების დისფუნქცია, თუმცა, უახლოეს მომავალაში ძაღლს ჩაუტარდება ორი ოპერაცია, რის შედეგადაც ექიმები მის
სრულ გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ.

Zooclub

თავშესაფრის ვეტერინარებმა და მომვლელებმა ცხოველს ყველა საჭირო პირველადი პროცდეურა ჩაუტარეს და გადაიყვანეს
დროებით შემფარებელთან.

Zooclub

შესაძლოა კვაზიმოდოს ვიზუალური ნაკლი აქვს, მაგრამ მომვლელების თქმით, მას კეთილი გული და საოცრად კარგი ხასიათი აქვს. მას უყვარს ადამაიანები და სხვა ძაღლებთან თამაში, თუმცა, როგორც ჩანს, კატებთან ურთიერთობა მას არ გამოსდის. კატასთან პირველივე შეხვედრისას, ის შეშინებული გაიქცა და დაიმალა.

Zooclub

კვაზიმოდო გასაჩუქებლად მზად არ არის, მაგრამ მისი შემფარებლის თქმით, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ძაღლის აყვანის სურვილი.

Zooclub

მსოფლიოში ცნობილია 4 ძაღლი, რომლებიც მსგავსი სინდრომით დაიბადნენ. 3 მათგანის სახელი კვაზიმოდოა, ხოლო ერთი მათგანის სახელი - პიგი.

ასევე იხილეთ:

პიგი - ძაღლი, რომელიც ნახევარი ტანით დაიბადა

13 ყველაზე უშნო ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?