ძაღლი, სახელად კუპერი, რომელიც დაბადებიდან ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს
ძაღლი, სახელად კუპერი, რომელიც დაბადებიდან ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს
2 წლის ძაღლი, სახელად კუპერი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იმ 30 ძაღლს შორის ერთ-ერთია, რომელიც უიშვიათესი დაავადებით - მოკლე ხერხემლით დაიბადა.

უჩვეულო ტანის მოყვანილობასთან ერთად, მას მოკლე კისერი და დიდი თავი აქვს. კუპერი მეტად ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს ან ნახატს, ვიდრე ნამდვილ ძაღლს.

ის ამერიკული ფოქსტერიერის ჯიშს მიეკუთვნება. კუპერი ე.წ. "ლეკვების ფერმაში" დაიბადა - გალფიქსის (აშშ, ვირჯინიის შტატი) არალეგალურ ძაღლთსაშენში. როდესაც სამართალდამცველებმა საშენი აღმოაჩინეს და მისი მფლობელები დააკავეს, ცხოველთა დამცველებმა იქ მყოფი ყველა ძაღლი მინესოტას თავშესაფარში გადაიყვანეს.

მომვლელებმა კი აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ
ლეკვს უიშვიათესი მოკლე ხერხემლის სინდრომი ჰქონდა.

ამ დაავადების შედეგად, კუპერის თავი პირდაპირ ტანს უერთდება, ამიტომ
მას არ შეუძლია თავის მობრუნება და მხოლოდ პირდაპირ იყურება. გარდა ამისა, ძაღლს ამაღლებულ ადგილზე პირდაპირ სიარულის პრობლემები აქვს, თუმცა, სხვა მხრივ ჯანმრთელია.

Zooclub

მიუხედავად უჩვეულო გარეგნობისა, კუპერი თავისებურად მომხიბვლელია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა იღიმის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ცოლ-ქმარმა ელი და ენდი კიგანებმა არჩევანი მასზე შეაჩერეს, როდესაც თავშესაფარში ძაღლის ასაყვანად მივიდნენ.

კიგანები ძაღლების მოყვარულები არიან და მათ კუპერის გარდა ჰყავთ კიდევ 3 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი - სკაიერი, ტუვანი და ვეილონი.

"კუპერი ბედნიერი ძაღლია, მიუხედავად სიარულის პრობლემებისა და ანომალიური აღნაგობისა. მას არ შეუძლია პირდაპირ აღმართზე სიარული და თავის მობრუნება. როდესაც მას სურს უკან გახედვა, მთელი სხეულით ტრიალდება", - ამბობს ელი კიგანი.

Zooclub

როდესაც კუპერი ძაღლთსაშენიდან თავშესაფარში მოხვდა, ის ძალიან სუსტად იყო - ცოტას თუ ეგონა, რომ გადარჩებოდა. ლეკვს თათებზე დგომა არ შეეძლო, თავის საწოლში ისაქმებდა და უამრავი რწყილი ჰყავდა, თუმცა, მომვლელებმა მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

Zooclub

კუპერმა ხერხემლის ოპერაციაც გადაიტანა, რის შემდეგაც სიარული შეძლო და ზოგადად თავს კარგად გრძნობს.

ის ძალიან მეგობრული ძაღლია და ყურადღებას ყოველთვის იქცევს.

Zooclub

"ცნობილია, რომ მსგავსი სიმპტომის ლეკვებს, ხშირ შემთხვევაში, დაბადებისთანავე აძინებენ. ამბობენ, რომ ახლო ნათესავების შეჯვარების შედეგად, ძაღლი სხვადასხვა დეფექტითა და დაავადებით იბადება. ძალიან მოსაწყენია, იფიქრო მსგავს ფაქტებზე და უსინდისო მომშენებლებზე, მაგრამ დღეს ამ ძაღლებს ჰყავთ მოსიყვარულე ოჯახები, რომლებიც ზრუნავენ მათზე. კუპერი ჩვენთან იცხოვრებს უზრუნველად და ბედნიერი, სანამ ის ცოცხალია", - ამბობს ელი კიგანი. 

ასევე იხილეთ:

ძაღლი ადამიანის იერით, სოციალური ქსელის მომხმარებლებში შიშის განცდას იწვევს

ძაღლი, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა და 5 წლამდე სასტიკ პატრონთან ცხოვრობდა, დღეს ბედნიერია

ის არ გავს ჩვეულებრივ ძაღლს, მაგრამ ყველა შემხვედრს აოცებს კეთილი გულით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?