მამაკაცი არაერთხელ სცემეს, ესროლეს, დაემუქრნენ, თუმცა მას არ შეუწყვეტია ცხოველების გადარჩენა...
მამაკაცი არაერთხელ სცემეს,  ესროლეს, დაემუქრნენ, თუმცა მას არ შეუწყვეტია ცხოველების გადარჩენა...
მარკ ჩინგი აზიას ცხოველების გადასარჩენად ოთხჯერ ეწვია და სამჯერ სიკვდილს გადაურჩა. ის რამდენჯერმე სცემეს, გაძარცვეს, ესროლეს და ლიკვიდირებით დაემუქრნენ, მაგრამ ცხოველების გადარჩენაზე ფიქრი არასოდეს შეუწყვიტავს. 

იგი იაპონელი ბალახებით მოვაჭრე და შინაურ ცხოველთა დიეტოლოგია. ჩინგი ორგანიზაცია Animal Hope & Wellness Foundation-ის დავალებით ხშირად სტუმრობს ჩინეთსა და სამხრეთ კორეას, სადაც ძაღლებს ხორცისა და ბეწვისთვის ყიდიან.

Zooclub

"ეს ძალიან საშიშია. ჩემი პირველი მისია იყო პეკინში, სადაც ნამდვილ სასაკლაოზე მოვხვდი და პრაქტიკულად მძევლად ამიყვანეს, რადგან ეს საშინელება გავაპროტესტე. შედეგად, ამ მოგზაურობიდან 57 ძაღლი გადავარჩინე", -
ამბობს ცხოველთა მოყვარული მამაკაცი.

Zooclub

ჩინეთში ყოველ წელს 10 მილიონამდე ძაღლს ხორცის გამო კლავენ. Society International
(HSI)-ის მონაცემებით, იულინის ფესტივალზე დღეში 10, 000 ძაღლს კლავენ. ბოლო დროს, ცხოველთა დამცველების მხრიდან გახშირებულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და ფესტივალზე ძაღლის ხორცის გაყიდვა დროებით აიკრძალა.

Zooclub

აზიაში მეორე მოგზაურობისას ჩინგთან ერთად იმყოფებოდა თარჯიმანიც, რომელიც მეზობელი სასაკლაოებისა და ძაღლთსაშენის პოვნაში დაეხმარა. ამ ადგილიდან მამაკაცმა არაერთი ძაღლი ფარულად გამოიყვანა.

Zooclub

"ხშირად მივდივარ ძაღთსაშენებში, სადაც ცხოველებს ხორცისთვის ყიდიან. გამყიდველს ვეცნობი, როგორც რიგითი მყიდველი, რის შემდეგაც შეძენილი ძაღლები ვეტერინართან მიმყავს", - ამბობს ჩინგი.

Zooclub

ამ ხნის განმავლობაში მამაკაცმა ბევრი რამ ისწავლა: მას კავშირი აქვს რამდენიმე ვეტერინართან პეკინში, სადაც სასაკლაოდან ძაღლები მიჰყავს. როგორც კი ცხოველის მდგომარეობა უმჯობესდება, საიმედო ოჯახებში აბინავებს.

Zooclub

ზოგიერთი ძაღლი, რომელიც ჩინგისთვის ძვირფასია, ამერიკაში მიჰყავს. ცხოველები, რომლებმაც აუტანელი პირობები გადაიტანეს და სტრესულ მდგომარეობაში არიან, აჰყავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გვერდით მეგობარი სჭირდებათ.

Zooclub

მაგალითად, ესაა გოგონა, რომელსაც თავს დაესხნენ და სტრესიდან ვერ გამოდის.

Zooclub

პროგრამის ფარგლებში, ჩინგმა მას აჩუქა პატარა შეშინებული სამფეხა ძაღლი დოტი.

Zooclub

ისინი ერთად სწავლობენ, თუ როგორ უნდა მიიღონ ცხოვრებისგან სიამოვნება.

"საოცარია, როგორ ცვლიან ძაღლები ადამიანის ცხოვრებას და პირიქით", - ამბობს ჩინგი.

Zooclub

პ.ს. ამ სტატიას ერთვის აზიაში ბოლო ვიზიტის დროს ჩინგის მიერ გადარჩენილი ძაღლების ფოტოები.

ასევე იხილეთ:

ძაღლის ხორცის ფესტივალზე ქალმა ასობით ძაღლი შეჭმას გადაარჩინა

კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან

ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, სადაც ძაღლებისა და კატების ჭამა აკრძალეს!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?