ძაღლი, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა და 5 წლამდე სასტიკ პატრონთან ცხოვრობდა, დღეს ბედნიერია
ძაღლი, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა და 5 წლამდე სასტიკ პატრონთან ცხოვრობდა, დღეს ბედნიერია
ლაბრადორ რეტრივერი, სახლად ბოსი, ტეხასში (აშშ) დეფორმირებული სახით დაიბადა. ამის გამო მისი აყვანა არავის სურდა. შედეგად, ლეკვი მოხვდა სასტიკ ადამიანთან, რომელიც ცხოველს 5 წლის განმავლობაში ტანჯავდა და სცემდა.

ბოსი ძალიან თბილი და საყვარელი ძაღლია. ის მულტიპლიკაციური ფილმის გმირს მოგაგონებთ. ერთი შეხედვით, თითქოს სურათზე ფოტო ეფექტი გამოიყენეს.

Zooclub

სწორედ მისი გარეგნობის გამო, ბოსმა ბევრი ტანჯვა გამოიარა, თუმცა, დღეს ოთხფეხა არსება მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობს.

Zooclub

ახალმა პატრონმა, ჯეიმი ჰულიტიმ საცოდავი ლაბრადორი დაავადებული და გამოფიტული ვეტერინართან მიიყვანა. ცხოველს დიდი ხნის მკურნალობა დასჭირდა: საერთო ისტორიის
გარდა, მას გულზე პარაზიტები ჰყავდა, რის შედეგადაც სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს. საბედნიეროდ, მისი სევდიანი ცხოვრება წარსულს
ჩაბარდა.

Zooclub

"ჩემთვის სულერთი იყო, თუ რამდენად მძიმედ იყო ის დაავადებული. მინდოდა, რომ მას ჰქონოდა სახლი. ასევე, ადამიანებისგან ეგრძნო მზრუნველობა და სიყვარული.

Zooclub

ჯეიმი მშობლების გარეშე გაიზარდა და იცის, თუ როგორი გრძნობაა, როდესაც არავის სჭირდები. სიყვარულმა და მზრუნველობამ ძაღლს ადამიანების ნდობა ასწავლა.

Zooclub

"ის სიცოცხლით სავსეა და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს ბოსის პატრონი.

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ "ინსტაგრამზე" გამოჩნდა უჩვეულო გარეგნობის მქონე ლაბრადორის გვერდი, სადაც ასობით ადამიანი ბოსს სწერს, თუ რამდენად საყვარელი და მშვენიერია.

Zooclub

"გამარჯობა, ბოს! მე შენი ისტორია წავიკითხე და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საბოლოოდ იპოვე მზრუნველი პატრონი."

Zooclub

"შენ საოცარი და საყვარელი სახე გაქვს!"

Zooclub

"შენი ისტორია წავიკითხე და ვტირი. ჯეიმი, მადლობა, რომ ის გადაარჩინე."

Zooclub

"ჯეიმი შენ შეუძლებელი გააკეთე! აღფრთოვანებული ვარ. როდესაც თქვენი ისტორია შევიტყვე, დიდი ხანი ვტიროდი."

Zooclub

ეს მცირე ნაწილია იმ კომენტარებისა, რომლებსაც ბოსი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე იღებს.

Zooclub

და მართლაც, ამ საოცარმა ძაღლმა ბედნიერი ცხოვრება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ დეფორმირებული სახე აქვს, თავისი კეთილი გულით არა ერთ ადამიანს შეაყვარა თავი.

ასევე იხილეთ:

გაიცანით: ჩარლი - სმენის არმქონე დალმატინელი, რომლის დაძინებაც უნდოდათ

ის არ ჰგავს ჩვეულებრივ ძაღლს, მაგრამ ყველა შემხვედრს აოცებს კეთილი გულით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?