მომღიმარმა ძაღლმა მოიწყინა, როდესაც მიხვდა, რომ პატრონმა მიატოვა
მომღიმარმა ძაღლმა მოიწყინა, როდესაც მიხვდა, რომ პატრონმა მიატოვა
ჯეიკი საოცარი ძაღლია, რომლსაც სახე ყოველთვის უღიმის, როცა რაიმე უხარია. სამწუხაროდ, მას პატრონმა უღალატა და ტეხასის ერთ-ერთ თავშესაფარში ჩააბარა, მას შემდეგ ცხოველი დარდიანი გახდა. 

ხუთი წლის ძაღლს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ მიატოვეს უცხო ადგილზე.

უბრალოდ, ერთ საშინელ დღეს ის თავშესაფარში მოხვდა, ისეთივე ობლებს შორის, როგორც ახლა თავადაა.  პატრონის ღალატმა ძაღლზე საშინლად იმოქმედა და ჯეიკიმ მოიწყინა.

Zooclub

ხნიერმა მამაკაცმა თავშესაფრის თანამშრომლებს აუხსნა, თუ რატომ გახდა იგი იძულებული, ძაღლი ჩაებარებინა. მისი თქმით, ძაღლის მოვლისთვის დრო აღარ ჰქონდა, ცხოველთა მომვლელებმა მას გაუგეს, თუმცა, სევდიან
ჯეიკს ამას ვერავინ აუხსნიდა. ძაღლი იჯდა გულგატეხილი და მარტოობით იტანჯებოდა.

სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ ძაღლი
ეზოში სირბილს მიჩვეული იყო, ხოლო თავშესაფარში მიყვანის შემდეგ, ის პატარა გალიაში ცხოვრობდა, სადაც თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდა. "ყუთში" ცხოვრებამ ძაღლს დეპრესია დამართა.

Zooclub

როდესაც ცხოველთა გადარჩენის ცენტრის თანამშრომელმა, სტეისი სილვერშეინიმ, ჯეიკის შესახებ შეიტყო, მან ძაღლის დახმარება გადაწყვიტა. ქალმა ცხოველი ნიუ-იორკში წაიყვანა. მოხალისეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ძაღლი მალე გაჩუქდებოდა, მაგრამ დრო გადიოდა, ხოლო მას ვერავინ ამჩნევდა.

"ის საოცრად თბილი და მოსიყვარულე ძაღლია. ვერ ვხვდები, თუ რატომ არავის სურს მისი აყვანა", - ამბობდა მისი მომვლელი.

მიუხედავად ამისა, ჯეიკი კვლავ გალიაში რჩებოდა. საბოლოოდ, სტეისიმ გადაწყვიტა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის მიემართა. მოხალისემ ძაღლის რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა, რის შემდეგაც ჯეიკის ადამიანებმა ყურადღება მიაქციეს. ინტერნეტ მომხმარებლები ცხოველის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ და მისი აყვანის სურვილს გამოთქვამდნენ.

Zooclub

რამდენიმე დღის შემდეგ ჯეიკი მოხვდა საოცარ ოჯახში, სადაც მას მოსიყვარულე პატრონები შეხვდნენ. დღეს, მის განკარგულებაშია დიდი ეზო, სადაც შესაძლებლობა აქვს ირბინოს, ითამაშოს და სიცოცხლით დატკბეს. ერთი კვირა არ გასულა, რომ ძაღლს სახე კვლავ უღიმოდა. სტეისი ბედნიერი იყო, რომ კიდევ ერთი ცხოველი მზრუნველ ოჯახში დააბინავა.

Zooclub

წყარი: thedodo

ასევე იხილეთ:

ის ამაოდ ელოდა პატრონს, რომელმაც უღალატა და გზაზე დატოვა

მამაკაცმა იყიდა ძველი სახლი და მის სარდაფში ჯაჭვით დაბმული მიტოვებული ძაღლი აღმოაჩინა

ძაღლი მიხვდა, რომ პატრონმა თავშესაფარში მიატოვა და გულმოკლული ტირის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?