“ვიღიმით და თათს ვუქნევთ!” - ეს ძაღლი გამოუვალ მდგომარეობაშია, მაგრამ არ კარგავს ოპტიმიზმს
“ვიღიმით და თათს ვუქნევთ!” - ეს ძაღლი გამოუვალ მდგომარეობაშია, მაგრამ არ კარგავს ოპტიმიზმს
მაშინაც კი, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარდები, არ უნდა მიეცე სასოწარკვეთილებას. ოპტიმიზმი ყველა სიტუაციაში უნდა შეინარჩუნო, მაშინაც კი, თუ უსაშველოდ გაიჭედე და არ იცი, როგორ უშველო თავს.

ასეთი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება სიცოცხლისადმი შეიძლება ისწავლოთ შიბა-ინუს ჯიშის ძაღლისგან, რომელიც ცოცხალ ღობეში გაება და ვერა და ვერ გამოვიდა იქიდან დახმარების გარეშე. უკან ვერ გაცოცდა ხშირი ბუჩქების გამო, რომელიც პირდაპირ ჩაეჭიდნენ საყელურში, წინ წასვლა კი, ღობის სიმაღლის გამო, საშიში იყო.

Zooclub

მიუხედავად ამისა, ძაღლი ოპტიმიზმს ასხივებს და მის შეხედულებას თუ დავუჯერებთ, თითქოს ის აქ უბრალოდ
ძალიან მოხერხებულად მოეწყო. ალბათ მას ასევე ძალიან მოსწონს მულტფილმი ვინიპუხსე და მისი დიალოგი ბაჭიასთან: “-შენ
რა, გაიჭედე? - არა, მე მხოლოდ ვისვენებ”.

Zooclub

ამ ხალისიანი ცხოველის ფოტოები მომენტალურად გავრცელდა ინტერნეტში და ნამდვილ ჰიტად იქცა.

აღსანიშნავია, რომ შიბა-ინუს ჯიშის ძაღლი თავისი ღიმილითაა ცნობილი. ასევე ინტერნეტში ნახავდით ინფორმაციას ამ ჯიშის ძაღლზე, რომელიც სასიკვდილოდ იყო ავად, მაგრამ მაინც იღიმებოდა. იყო ფოტოები ღობეში გაჭედილ სხვა ძაღლზე, წარწერით “LOL, გავიჭედე!”. ასე რომ, ეს ძაღლები მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ჩავთვალოთ ყველაზე ოპტიმისტ ჯიშად მსოფლიოში.

Zooclub

ამ უსაყვარლესი ძაღლის მაგალითი გვანახებს, რომ ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი. რადგან ბევრად ადვილია დახმარების გაწევა მათთვის, ვინც საპასუხოდ გიღიმის და არა ისტერიკაშია. არავინ შეიძლება დარჩეს გულგრილი იმ ცხოველებისადმი, რომელთა ცხოვრებისეული დევიზია “ვიღიმით და თათს ვუქნევთ!”

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?