ის ამაოდ ელოდა პატრონს, რომელმაც უღალატა და გზაზე დატოვა…
ის ამაოდ ელოდა პატრონს, რომელმაც უღალატა და გზაზე დატოვა…
ადამიანებმა ქალაქგარეთ გზის პირას დაბნეული მეტისი ძაღლი შეამჩნიეს. ძაღლი ისე დარბოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. გამვლელები მიხვდნენ, რომ ვიღაცამ იქ მიიყვანა და ბედის ანაბარა დატოვა.


ძაღლი ბოლომდე ელოდა და არ სჯეროდა, რომ მისი საყვარელი პატრონი მის წასაყვანად არასოდეს დაბრუნდებოდა. ელოდა მანამ, სანამ ერთმა ოჯახმა მისი ბედის შეცვლა არ გადაწყვიტა.

Zooclub
ასეთი საოცარი ერთგულება რომ დაინახეს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისთვის საკვების მიტანა დაიწყეს, მაგრამ ძაღლი არავის იკარებდა.

ზოგი ძაღლის დაჭერას ცდილობდა იმისთვის, რომ თავშესაფარში ჩაებარებინა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ძაღლი მოღალატე პატრონის ერთგული რჩებოდა.
გავიდა მთელი თვე. ძაღლი ისევ გზის პირას იჯდა და იმედიანად გაჰყურებდა მომავალ ავტომობილებს, მაგრამ ამაოდ...

Zooclub

გულისხმიერმა ადამიანებმა ცხოველს იქვე პატარა სახლი დაუდგეს, მაგრამ ძაღლი არ შედიოდა და ღამითაც კი, ძლიერ ყინვაში, გარეთ იწვა და ელოდა.

გავიდა დრო. ძაღლი ხანდახან შორდებოდა გზას და იკარგებოდა. როგორც ჩანს, მან გააცნობიერა, რომ მიატოვეს. მიუხედავად ამისა,  მაინც რეგულარულად ბრუნდებოდა ძველ ადგილას.

და, აი, 2 დეკემბერს ძაღლი საბოლოოდ შეეგუა თავის ბედს და ენდო ადამიანებს. ის დაიჭირა ოჯახმა, რომელიც რეგულარულად აჭმევდა ცხოველს. ოჯახი ცხოველთა დამცველებს დაუკავშირდა.

Zooclub

ამჯერად ჩვენი გმირი მოხალისეებთან ცხოვრობს.

”ჩვენი პატარა მეგობარი ამჟამად შემფარებელთან ცხოვრობს სარანსკში. ჩვენ მისთვის ყველაზე მზრუნველ, კეთილ და პასუხისმგებლიან პატრონს ვეძებთ! ძაღლი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეეჩვია ადამიანებს და მოფერების უფლებას იშვიათად აძლევს.. როგორც ეტყობა, მას ჯერ კიდევ ეშინია ან უბრალოდ ვერ ენდობა”, - ყვება ცხოველთა დამცველი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საოცარი ძაღლი შეძლებს, ენდოს ადამიანებს და ახალ წლამდე ახალი სახლი იპოვოს! 

Zooclub
Tea
სად ვნახოთ
ეს სიმართლეა.
ოჯახში გაზრდილი კატა 4 თვე არ მოცილებია ლოგინად ჩავარდნილ დედას, შეჭამდა იმ შემთხვევაში, თუ დედა შეჭამდა, გარდაცვალების შემდეგ კი ცრემლებით ღნაოდა და კუთხე კუნჭულში ეძებდა.
m.k.
თუ დარწმუნებული არ ხარ საკუთარ თავში რომ მოვლას ვერ შეძლებ, არ უნდა აიყვანო. აი პატრონი კი ნამდვილად ღირსია ყინვაში მშიერი ამყოფო....
leila
გაიხარეტ ბესო,დზალიან კარგი კომენტარი დატოვეტ,საოცარია და დაუპასებელი დზაგლის ერტგულება,ზოგადად ცხოველებს უპრო ჰკონიატ ის ადამიანური ტვისებები,რომლებიც ადამიანებმა დაკარგეს
ბესო
რა ლამაზია და ჭკვიანია, აი ერთგულებაც ამას ქვია, ამის პატრონი უნდა დაიჭირო და იმ ყინვაში წყალი გადაასხა და დააბა შემდეგ უნდა გაასამართლო, ეს ხომ ცოცხალი არსებაა, კეთილშობილი, ერთგული, ისე ზოგმა ადამიანმა ცხოველებისგან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ, აი ადამიანმა მიატოვა, ცხოველი არასოდეს მიგატოვებს და არც გიღალატებს, რამდენი სიკეთის გაკეთება შეუძლიათ ამ ულამაზეს და ჭკვიან არსებებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?