მამაკაცმა იყიდა ძველი სახლი და მის სარდაფში ჯაჭვით დაბმული მიტოვებული ძაღლი აღმოაჩინა (+ვიდეო)
სენტ-ლუისში (აშშ) მამაკაცმა ძველი სახლი შეიძინა და როდესაც იქ გადასვლას გეგმავდა, სარდაფში "სიურპრიზი" აღმოაჩინა. სიკვდილისთვის განწირული ძაღლი ჯაჭვით დაებათ და მიეტოვებინათ.

სახლის ახალი მფლობელი ვერ იჯერებდა, რომ ცხოველს ვინმე ასე სასიკვდილოდ გაიმეტებდა. როგორც ჩანს, პიტბულის ჯიშის ძაღლი რამდენიმე დღე დახმარებას ელოდა.

სახლის ძველმა პატრონმა არა მარტო მიატოვა საკუთარი ძაღლი, არამედ სასიკვდილოდაც გაწირა.

"რამდენიმე დღეა, რაც სახლი შევიძინე და სარდაფში მოკლე ჯაჭვზე დაბმული პიტბული აღმოვაჩინე. არ ვიცი, რამდენი ხანი იმყოფებოდა საცოდავი ცხოველი ამ მდგომარეობაში", - განუცხადა მამაკაცმა ადგილობრივ ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციას.

Zooclub

მოხალისეები მოკლე დროში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მიუხედავად გადატანილი საშინელი დღეებისა, ძაღლი მათ სიხარულით შეხვდა.

მეგობრული
პიტბული ადამიანების მიმართ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

"მას საოცრად კარგი ხასიათი აქვს. ის ენერგიული და თბილი ძაღლია", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ლუი ტომსონი.

Zooclub

"ჯამპინ ბინს", როგორც მას თავშესაფარში დაარქვეს, ცხოველების გადარჩენის ცენტრში ძალიან კარგად უვლიან, თუმცა, ეს დროებითია, რადგან მისი საოცარი ხასიათის გამო, მომვლელები დარწმუნებულნი არიან, რომ პიტბულს მალე გამოუჩნდება მზრუნველი ოჯახი.

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

საგურამოში პატრონმა დედა ძაღლი ახალშობილ ლეკვებთან ერთად მიატოვა და გზა განაგრძო

ვერ გაუძლო… აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდით მოკვდა..

ის სარდაფში იწვა და სიკვდილს ელოდა.. მისი გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ იყო…
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?