ძაღლი მიხვდა, რომ პატრონმა თავშესაფარში მიატოვა და გულმოკლული ტირის (ემოციური ვიდეო)
არავინაა ისეთი ერთგული მეგობარი, როგორიც ძაღლია. იგი თქვენი დაბრუნებით ყოველთვის ბედნიერი იქნება და სიყვარულის თვალებით შემოგხედავთ.

განსაკუთრებით მტკივნეულია ისეთი პატრონისგან მიტოვებული ძაღლის ხილვა, რომლისგანაც ცხოველი სამუდამო სიყვარულს ელოდა.

ინტერნეტ გამოცემა "Unilad"-ი, საკუთარ პორტალზე აქვეყნებს სევდიან შემთხვევას: 6 წლის ძაღლი ეი-ჯეი და მისი ძმა პატრონმა კალიფორნიის თავშესაფარში დატოვა.

საცოდავი მეტისი (პიტბულისა და ლაბრადორის ნაჯვარი) ერთ ადგილას გულმოკლული იწვა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ცხოველს ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. მიტოვებული ძაღლი სასოწარკვეთილი იყურება და თვალებიდან ცრემლი სდის.

იგი არ რეაგირებს იმ ქალის ხმაზე, რომელიც მის
დამშვიდებას ცდილობს.

თავშესაფრის facebook-ის გვერდზე წერია, რომ "საყვარელი პატრონისგან" მიტოვებული ეი-ჯეი და მისი ძმა ტობი
ძალიან იტანჯებიან:

"უსაყვარლესი ეი-ჯეი - ლამაზი, სიცოცხლის მოყვარული, რომელიც თავშესაფარში ჩააბარეს თავის ძმა, ტობისთან ერთად. ისინი ბედნიერები იყვნენ, როდესაც აქ მოიყვანეს, მაგრამ ახლა შეშინებულები და მარტოსულები არიან. მათ აუცილებლად სჭირდებათ მოსიყვარულე და მზრუნველი ოჯახი."

ვიდეო, სადაც ეი-ჯეი ტირის ვირუსულად გავრცელდა - მას 5 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. თავშესაფარმა კეთილ ადამიანებს მოუწოდა, სევდიანი ძაღლები აეყვანათ, რათა ისინი ტანჯვისგან გათავისუფლებულიყვნენ.

საბედნიეროდ, მზრუნველი ოჯახის პოვნის კამპანიამ გაამართლა და ეი-ჯეის სახეზე ცრემლი კვლავ ბედნიერებით შეიცვალა.

მთავარია, რომ ახალმა ოჯახმა ორივე ძმის აყვანა გადაწყვიტა. ასე რომ, ტობისა და ეი-ჯეის ცალ-ცალკე ცხოვრება არ მოუწევთ.  

ასევე იხილეთ:

საგურამოში პატრონმა დედა ძაღლი ახალშობილ ლეკვებთან ერთად მიატოვა და გზა განაგრძო

ის ამაოდ ელოდა პატრონს, რომელმაც უღალატა და გზაზე დატოვა

პატრონმა მაკე ძაღლი ტყეში წაიყვანა, ხესთან მიაბა და მიატოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?