რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?
რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?
იმ შემთხვევაში, თუ პროფესიონალურ დეტალებს არ ჩაუღრმავდებით, ძაღლების მოყვარულები იყოფიან ორ ნაწილად:

1. პირველი ნაწილი უპირატესობას ჯიშიან ძაღლებსა და მათ გამორჩეულ თვისებებს ანიჭებს.
2. მეორე ნაწილი 100%-ით დარწმუნებულია, რომ ნამდვილი მეგობარი მისი წინაპრების მიხედვით არ განისაზღვრება.

შინაური ბინადრის აუცილებელი თვისებები

იმ ადამიანმა, რომელსაც ჯიშიანი ძაღლის აყვანა სურს, შეძენამდე აუცილებელია კარგად შეისწავლოს იმ სახეობის თვისებები, რომელი ჯიშის ყიდვაც აქვს გადაწყვეტილი. ყოველ მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საკუთარი ნაკლოვანებების გათვალისწინებაც. მაგალითად, დიდი ზომის ჯიშისთვის აუცილებელია სივრცე, დრო და
ენერგია მოვლისთვის, ვარჯიში და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ძაღლი შემდეგი თვისებებით:

კომპანიონი;

მცველი;

დარაჯი;

მარტოობის შემამსუბუქებელი;

იმიჯის ნაწილი.

ჯიშიანი ძაღლის დადებითი მხარე:

ჯიშიანი ძაღლის შერჩევისას ლეკვობიდან იცით, რა ზომის გაიზრდება, როგორი თვისებები ექნება და ა.შ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველი ჯიში გარკვეული დაავადებების მიმართ მიდრეკილია. ეს საშუალებას მოგცემთ, წინასწარ მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დაავადების რისკი.

არიან პატრონები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია შინაური ბინადრის გამოყვანა სხვადასხვა გამოფენაზე. მფლობელს ამ სიხარულს მხოლოდ ჯიშიანი ძაღლი ანიჭებს.

მაქსიმალური სიამოვნება და მინიმალური თანხა

ჯიშიანი ძაღლების მოყვარულები დიდ თანხას იხდიან იმისთვის, რომ სასურველი ძაღლი იყოლიონ, თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ეძებენ და წარმომავლობას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. შედეგად, მათ აყავთ მეტისი.
აუცილებელია იცოდეთ, რომ მეტისი განსხვავდება ჯიშიანი ძაღლისგან საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტით. ამასთანავე, არაერთი დადებითი მხარე აქვს:

არ არის აუცილებელი საკვების სპეციალური რაციონის შერჩევა;

ის საუკეთესო დარაჯია;

სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოში.

იმის გამო, რომ მეტისის გენოტიპი დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჯიშისგან შედგება, ეს ძაღლები გამოირჩევიან განსაკუთრებული გონიერებით. ცალკეულ შემთხვევებში, მეტისი დაჯილდოვებულია სხვადასხვა ჯიშისგან მიღებული გენების უნიკალური თვისებებით.

მეტისის ლეკვის არჩევის შემთხვევაში ერთგულ კომპანიონსა და მეგობარს შეიძენთ.
რაც შეეხება გამოფენებს: რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქვეყანაში, სპეციალური კლუბების დახმარებით, იმართება მეტისების გამოფენები. საქართველოში ანალოგიური გამოფენა გასულ წელს ჩატარდა.

ასევე იხილეთ:

11 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ თავშესაფრიდან ზრდასრული ძაღლი და არა ლეკვი

ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით

ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებიან

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?