ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში
ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში
3 წლის შარპეის მეტისი სადგურის ტერიტორიაზე დაბმული იპოვეს. მის გვერდით საკმაოდ მოზრდილი ჩემოდანი იდო. ეს შოტლანდიაში, სადგურის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძაღლს ჩემოდანში მისთვის განკუთვნილი საჭირო ნივთები ჰქონდა: ძაღლის საწოლი, სათამაშოები, ჯამი, საკვები. ცხადი იყო, რომ ის თავის პატრონმა სამუდამოდ მიატოვა.

Zooclub

ცხოველთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ძაღლი 2015 წლის 2 იანვარს იპოვეს. მათ გამოკითხეს სადგურის თანამშრომლები, თუმცა, პატრონის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
როგორც ძაღლის ჩიპის დახმარებით გაირკვა, მისი სახელი კაემი იყო. ინსპექტორები დაუკავშირდნენ მის მფლობელს, თუმცა, მათ კაემი 2013 წელს
ინტერნეტით გაყიდეს და სხვა ოჯახში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, კაემის ძველმა პატრონებმა ვერ გაიხსენეს ძაღლის ახალი პატრონის
მისამართი.

შოტრლანდიაში შინაური ბინადრების დაცვის კანონი 2006 წლიდან გამკაცრებულია. ქალაქის პოლიცია ჯერ კიდევ ამაოდ ეძებს იმ ადამიანს, ვინც კაენი სადგურზე ჩემოდნით დატოვა, რათა კანონის წინაშე პასუხი აგებინოს. რაც შეეხება ძაღლს, იგი გადაიყვანეს დროებით თავშესაფარში, სადაც ახალ პატრონს ელის.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლს, გარეგნობის გამო, ინსტაგრამზე დასცინეს

როგორ ეხმარება ძაღლი ოჯახის მოხუც წევრებს

არავინ ელოდა, თუმცა მან 11 წელს მიაღწია და დაბადების დღეც აღნიშნა



nini
როცა იყვან ცხოველს უნდა გესმოდეს რომ იმწუთიდან ვალდებული ხარ მასზე სანამ ცოცხალია.....სამწუხაროდ ეს ბევრს არ ესმის
liza
ამის ყოფილ პატრონს უნდა ჩაულაგო ჩემოდანი და დასვა სადმე უკაცრიელ ადგილას თავისი მზითებით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?