საგურამოში პატრონმა დედა ძაღლი ახალშობილ ლეკვებთან ერთად მიატოვა და გზა განაგრძო
საგურამოში პატრონმა დედა ძაღლი ახალშობილ ლეკვებთან ერთად მიატოვა და გზა განაგრძო
საქართველოში მცხოვრებმა ცხოველთა მოყვარულებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს  ინფორმაცია: საგურამოს აღმართზე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, მანქანიდან გადმოსვეს ინგლისური სეტერი ხუთ ახალშობილ ლეკვთან ერთად.

ლეკვები სიცივისგან კანკალებდნენ, ხოლო დედა ძაღლი გამვლელებს იმედის თვალით უყურებდა. 

საბედნიეროდ, ჩვენთანაც არიან კეთილი ადამიანები, რომლებმაც რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს. 

ინფორმაციის გავრცელებისთანავე თბილისიდან საგურამოში წავიდა აჩიკო ლაგვილავა, რომელმაც საცოდავი ცხოველები ვეტერინარულ კლინიკაში, ხოლო შემდეგ სახლში წაიყვანა.

Zooclub

როგორც ჩანს, პატრონი ძაღლს არ უვლიდა, რადგან იგი გამოფიტული და დასუსტებულია. ლეკვები საიმედო ხელში, მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში არიან. ვეტერინარის თქმით, პატარები სულ რაღაც 5
დღის დაბადებულები არიან.

Zooclub

სამწუხაროა, რომ ადამიანები ოთხფეხა მეგობრებს ასე იმეტებენ. ისინი საკუთარმა პატრონმა ბედის ანაბარა
დატოვა, ხოლო უცხო ადამიანები მათ გადასარჩენად გაერთიანდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რათა უსუსური ლეკვები სიცივეში არ დაღუპულიყნენ.

წყარო:  ბუკიას ბაღის ცუგები - Bukia Park doggies
თამრიკო
ღორი და არაკაცი პატრონი
...
გათახსირებული!
Nik
Ik kacs vinc es gaaketa ar cxvenia neta? Tumca ra unda cxvenodes gulkva adamiani
მანანა
საიდან იბადებიან ასთი ადამიანები,ერთი მაგათთვის თავის ქალა ამახდევინა და ცალი თვალით მაინც ჩამაჭყიტა რა..((
manana
გულქვა ადამიანებს.რომლებიც ცხოველებს ასე ექცევიან.ღმერთი აუცილებლად დასჯის,მჯერა,მაგრამ კანონი რატომ არ იცავს საცოდავ ცხოველებს,ახლახან წავიკითხე,ინგლისში ამკაცრებენ კანონს,საქართველოშიც აუცილებლად უნდა იყოს კანონი.ღმერთო,დიდხანს აცოცხლე აჩიკო ლაგვილავა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?