გორდონ სეტერი
გორდონ სეტერი
შე­და­რე­ბით მძი­მე და ზორ­ბა გორ­დონ სე­ტე­რი უფ­რო ძლი­ე­რი­ა, ვიდ­რე მი­სი მო­ნა­თე­სა­ვე ჯი­შე­ბი. ის ერთ დროს იწო­დე­ბო­და შავ­-ჩა­ლის­ფერ შოტ­ლან­დი­ურ სე­ტე­რად . ბუ­ნე­ბით პო­ინ­ტე­რი და რეტ­რი­ვე­რი გორ­დო­ნი ოჯა­ხის საყ­ვა­რელ და სა­სურ­ველ ცხო­ვე­ლად გვევ­ლი­ნე­ბა. ის XVIII სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­იყ­ვა­ნა ჰერ­ცოგ­მა გორ­დონ­მა შოტ­ლან­დი­ა­ში პა­ტა­რა ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე სა­ნა­დი­როდ. ამ ძაღლს აქვს სე­ტე­რის, კო­ლი­სა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლად­ჰა­უნ­დის, გე­ნე­ბი. ის კარ­გად და­დის უს­წორ­მას­წო­რო ლან­დშაფ­ტებ­ში და ამ­ტა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სხვა სე­ტე­რებ­თან შე­და­რე­ბით უცხ­ო­ე­ბის მი­მართ მშვი­დი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი­ა. გორ­დონ სე­ტე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე კომ­პა­ნი­ო­ნია და მას შე­იძ­ლე­ბა ან­დოთ ბავ­შვე­ბი. სა­ვარ­ცხლით ან
ჯაგ­რი­სით მუდ­მი­ვი ვ
არ­ცხნა და­წო­ლილ და სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ბეწვს სირ­ბი­ლე­სა და სი­ლა­მა­ზეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. გა­უ­სინ­ჯეთ ბეწ­ვი, ხომ არ აქვს მიკ­რუ­ლი ბირ­კე­ბი, ან მო­თე­ლი­ლი ად­გი­ლე­ბი. გან­გუ­რის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ვარ­ცხნეთ.

გორ­დონ სე­ტე­რის ნა­თელ თვა­ლებ­ში გა­მოს­ჭვი­ვის გო­ნი­ე­რე­ბა, კეთილშობილება და ღირ­სე­ბა. თა­ვი­სი ოჯა­ხის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ეს ძაღ­ლი საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი საწ­ვრთნე­ლი­ა, მაგ­რამ მას არ უნ­და მო­ექ­ცეთ მკაც­რად და უხე­შად. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძაღ­ლი არ დაითრგუნოს.

Zooclub

მონაცემები

წარმოშობა - შოტლანდია
მთავ. დანიშნულება - ნადავლის მოტანა
ტემპერამენტი - ჭკვიანი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - მუდმივი ვარცხნა
ვარჯიში - ინტენსიური
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
61-89 სმ
25-36 კგ

ძუ
58-66 სმ
20-32 კგ.

კუ­დი

სქე­ლი და მოკ­ლე, თან­და­თან წვრილდება.

თათები
კა­ტი­სე­ბუ­რი, კომპაქტური, ამოზნექილი თითებით.

ტა­ნი
მოკ­ლე და კარ­გად და­კუნ­თუ­ლი ტანი, გრძე­ლი, გამ­ხდა­რი კის­რით და გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი ძვალმსხვი­ლია, უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი.

სა­ხე
თი­თო­ე­უ­ლი თვა­ლის ზე­მოთ ეტყობა ლა­ქა. გო­ნივ­რუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს.

თვა­ლე­ბი
ოვა­ლუ­რი ფორ­მის, თვალების შეფერილობაა ყავისფერი და მისი ტონები.

ცხვი­რი
შა­ვი და ფარ­თო, ღია ნეს­ტო­ე­ბით.

ბეწ­ვი
აბ­რე­შუ­მისებრი, ყო­ველ­თვის მბრწყი­ნა­ვი; შავ-ხორბლისფერი და წითური ნიშნებით.

მკვრი­ვი და და­კუნ­თუ­ლი გორ­დონ სე­ტე­რი მოძ­რა­ო­ბი­სას ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას უფ­რო ავ­ლენს, ვიდ­რე უკი­დუ­რეს სის­წრა­ფეს. ამ ჯი­შის გა­მოკ­ვე­თი­ლი შა­ვი, ხორ­ბლის­ფერლა­ქე­ბი­ა­ნი ბეწ­ვი ად­ვი­ლი და­სა­ნა­ხავია მინ­დვრებ­ზე, ქვი­შა­ზე ან თოვ­ლზე. ესა­ჭი­რო­ე­ბა ბევ­რი
და ყო­ველ­ღი­უ­რი კარ­გი ვარ­ჯი­ში,
საბ­ლით იქ­ნე­ბა ეს თუ საბ­ლის გა­რე­შე.

რჩევა:
ეს ძაღ­ლე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან დორ­ბლი­ა­ნო­ბის­კენ და მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ, ასე რომ, კვე­ბეთ ორ­-სამ­ჯერ დღე­ში და მი­ე­ცით ცო­ტა საკ­ვე­ბი.
სულ მცი­რე, დღე­ში ერ­თხელ მა­ინც დიდ­ხანს თუ არ ასე­ირ­ნეთ, ძნე­ლი სა­მარ­თა­ვი ხდე­ბა.

inga
ეს შოკოლადისპერი ხომ ირლანდიელია. რატომ აიგივებტ გორდონტან?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?