ინგლისური სეტერი
ინგლისური სეტერი
ამ სან­დო და შრო­მის­მოყ­ვა­რე ლა­მაზ ძაღლს აქვს ძა­ლაც, ენერ­გი­აც და ხა­ლი­სიც. გა­მო­ირ­ჩე­ვა თან­და­ყო­ლი­ლი ალ­ღო­თი მცი­რე ნა­დავ­ლზე სა­ნა­დი­როდ – ყო­ველ ახა­ლ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გო­ნივ­რუ­ლად და სა­თა­ნა­დოდ მოქ­მე­დებს . სხვა­დას­ხვა ეს­პა­ნუ­რი სპა­ნი­ე­ლის შეჯ­ვა­რე­ბის შე­დე­გად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ეს ჯი­ში ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო ლა­ვე­რე­კის სე­ტე­რის სა­ხე­ლით – ედუ­არდ ლა­ვე­რე­კის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს მშვი­დი და ხა­ლი­სი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს ერ­თგუ­ლად ას­რუ­ლე­ბენ და მი­სი სა­ხით იმ ოჯა­ხის მკვიდ­რნი წყნარ და გუ­ლი­თად მე­გო­ბარს იძე­ნენ. ეს სე­ტე­რე­ბი პატ­რო­ნის სურ­ვილს ინ­სტინ­ქტუ­რად ხვდე­ბი­ან. მა­თი სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის, აბ­რე­შუ­მი­სებ­რი
ბეწ­ვის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა.

ან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს გან­გუ­რის დროს. მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აბა­ნა­ვეთ ან გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით. შეკ­რი­ჭეთ ბეწ­ვი ტერ­ფებ­სა და კუდ­ზე, შე­უ­მოწ­მეთ ყუ­რე­ბი ინ­ფექ­ცი­ის გა­მო­რიცხ­ვის მიზ­ნით. ყვე­ლა სე­ტე­რის მსგავ­სად, ამ ძაღ­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბათ ყო­ველ­დღი­უ­რი, ხან­გრძლი­ვი სე­ირ­ნო­ბა.

Zooclub

ამ უწყ­ი­ნარ და ალერსიან ძაღლს მოსწონს თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ყოფ­ნა და ვერ ეგუება მარტოობას.

მონაცემები
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება - მონადირე (მც. ნადავლ.)
ტემპერამენტი - ჭკვიანი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ენერგიული
მოდარაჯე - ადეკვატური

ხვადი
61-66 სმ
27-34 კგ

58-63 სმ
25-29 კგ

კუ­დი
და­ფა­რუ­ლია ხშირი ბეწ­ვით; ბო­ლო­ში წვრილდება.

თათები
გამოკვეთილი ძლი­ე­რი, ამოზნექილი თითებითა და უხეში ბალიშებით.

ტა­ნი
სწო­რი და ძლი­ე­რი, ღრმა გულ­მკერ­დი­თა და მო­ღე­რე­ბუ­ლი კის­რით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და პარალელური, უკა­ნა – ფარ­თო, და­კუნ­თუ­ლი და კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ცხვი­რი
მთლი­ა­ნად შა­ვი და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, დი­დი და ფარ­თოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

თვა­ლე­ბი
მომრგვალო, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი და ნა­თე­ლი.

სა­ხე
გრძე­ლი და კუთხ­ო­ვა­ნი, გონივრული გამომეტყველებით.

ბეწ­ვი
თეთ­რი, გაწოლილი და სწო­რი; და­წინ­წკლუ­ლი შა­ვი, ლი­მო­ნის­ფე­რი ან ღვიძ­ლის­ფე­რი, აგრეთ­ვე, შავ­-ხორ­ბლის­ფე­რი ლა­ქე­ბით.


ინგლისური სეტერის ულამა-ზეს თეთრ ბეწვში შერეულია მუქი ფერები. ფორ­თოხ­ლის­ფე­რი, ლურ­ჯი, ღვიძ­ლის­ფე­რი, სამ­ფე­რო­ვა­ნი ან ლი­მო­ნის­ფე­რი. ამგვარ შეფერილობას ბელტონი ეწოდება.


რჩევა:
მო­უს­ვენ­რა­და­ა, რო­ცა საკ­მა­რი­სად ვერ ვარჯიშობს. შე­საძ­ლოა წა­ვი­დეს სა­ხე­ტი­ა­ლოდ, თუ­კი ეზო სა­ი­მე­დოდ არ იქ­ნე­ბა შე­მო­ღო­ბი­ლი.
მიდ­რე­კი­ლია მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ, ამიტომ აჭა­მეთ ბევრჯერ და მცირე ულუფებით.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?