ძაღლებს შეუძლიათ ღიმილი
ძაღლებს შეუძლიათ ღიმილი
ძაღლები ერთმანეთთან არა მხოლოდ ხმების და სუნის, არამედ მიმიკის მეშვეობითაც ურთიერთობენ, - დაადგინეს იტალიელმა მეცნიერებმა.

პიზაზ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმის თანამშრომლებმა, ანა პალაგის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს გამოკვლევა, სადაც 49 ძაღლი მონაწილეობდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ურთიერთობდნენ ძაღლები ერთმანეთთან თამაშის დროს. მათ დაინახეს, რომ ისინი ერთმანეთს მიმიკით პასუხობდნენ, ამით ისინი გამოხატავდნენ ურთიერთთანაგრძნობას.

მაგალითად, ძაღლების კომპანიაში მხიარულ და ხალისიან ატფოსფეროზე მეტყველებს ღია პირი, რომელიც ჩაღიმებას ჰგავს და ისეთ პოზებს, როდესაც ძაღლი მიწას გაეკვრება, თითქოს სხვა ძაღლს ეპატიჟება სათამაშოდ. ძაღლი ძველ მეგობრებთან უფრო მეტად ემოციურად იქცევა,
ვიდრე მათთან, ვისთანაც ნაკლებ ურთიერთობს. ასევე, დიდი ხნის მეგობრებს ისინი სიხარულით უზიარებენ სასუსნავებს.

ადრე ემოციონალურ
ემპათიას მეცნიერები მხოლოდ ადამიანებსა და ძუძუმწოვრებს აწერდნენ, ისეთებს, როგორიცაა შიმპანზე და ორანგუტანგი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ემოციის გაცვლის მიზნით ძაღლებსაც შეუძლიათ დაბღვერა, ან გაღიმება. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ შინაურ ცხოველებს ადამიანის ხასიათის ამოკითხვა შეუძლიათ. ცხოველებს ეს თვისება შეიძლება ადამიანებისგან გადაეღოთ.

რამოდენიმე ხნით ადრე ბრისტოლის (დიდი ბრიტანეთის) უნივერსიტეტის კლინიკის ვეტერინარებმა გაარკვიეს, რომ არსებობენ პესიმისტი და ოპტიმისტი ძაღლები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?