ბიჭმა გადაწყვიტა, უპატრონო ძაღლი ზოომაღაზიაში წაეყვანა და რასაც კი ცხოველი შეეხებოდა, მისთვის ყველაფერი ეყიდა
"ეს ჩემია? ესეც ჩემია?"- ბედნიერი ძაღლი თვალებში უყურებდა ადამიანს, რომელმაც ის ზოომაღაზიაში წაიყვანა. ეს დღე მისთვის განსაკუთრებული იყო: ცხოველი ყველაზე სასურველ ადგილას მივიდა, რათა ყველაფერი წამოეღო, რაც კი მოეწონებოდა. ამ დრომდე, ძაღლმა არ იცოდა, თუ რა არის სიყვარული და მზრუნველობა.

12 წლის ძაღლმა, სახელად კინგმა, მთელი თავისი ცხოვრება ქუჩაში გაატარა. ერთ დღეს მას მანქანამ დაარტყა და სერიოზული ტრავმები მიიღო. საბედნიეროდ, ის კეთილმა ადამიანმა შეამჩნია და თავშესაფარში მიიყვანა. კინგმა რთული ოპერაცია გადაიტანა - მას დაზიანებული თათი მოკვეთეს.

თავიდან მომვლელებს ეგონათ, რომ ცხოველს მზრუნველი პატრონი
გამოუჩნდებოდა, თუმცა, მის გალიას ყველა პოტენციური პატრონი გვერდს უვლიდა, რადგან ხნიერი სამფეხა ძაღლის აყვანა არავის
სურდა. თვეები გადიოდა, ხოლო თათის გარეშე დარჩენილი ასაკოვანი ძაღლი ისევ თავშესაფარში რჩებოდა და მისი თვალებიდან ჩანდა, რომ თითქოს რაღაცას უცდიდა.

Zooclub

ყოველივე დასრულდა მას შემდეგ, როდესაც კინგის შესახებ ახალგაზრდა ამერიკელმა ტელეწამყვანმა როკი კანაკამ შეიტყო. კანაკამ გადაწყვიტა, ძაღლი გადაცემა Dog’s Day Out-ის გმირი გამხდარიყო და მას მზრუნველი პატრონის პოვნაში დახმარებოდა.

ტელეწამყვანი კინგთან ერთად ზოომაღაზიას ესტუმრა, რათა ძაღლს თავად შეერჩია საჩუქრები.

Zooclub

გადაცემის ჩანაფიქრი მარტივი იყო: ძაღლი ეხება ყველაფერს, რაც კი მოეწონება, ხოლო როკი მაშინვე ყიდულობს ცხოველისთვის ამა თუ იმ ნივთს. სასურველ ნივთებს შორის აღმოჩნდა სათამაშო დინოზავრი, დიდი ბურთი, უზარმაზარი ძვალი, სასუსნავები, დასაღრღნელი თოკები და მეტიც, კატის საკვები. ერთადერთი, რის ყიდვაზეც როკიმ ძაღლს უარი უთხრა, იყო ცოცხალი ზაზუნა, რომელსაც ძაღლი დიდი ინტერესით ათვალიერებდა.

Zooclub

გადაცემის გმირს ყველაზე საინტერესო ზოომაღაზიაში სტუმრობის შემდეგ ელოდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანს მისთვის მზრუნველი პატრონი მოუძებნია - ცხოველთა მოყვარული ქალი, სახელად ქრისტი, რომელიც დიდი სიხარულით შეხვდა კინგს. ის ძაღლს მიუახლოვდა და ჩაეხუტა.

Zooclub

ტელეშოუში სტუმრობის შემდეგ, სამფეხა ძაღლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მან 12 წელი ქუჩაში გაატარა და მისი ყოველდღიური საზრუნავი საკვების მოძიება იყო, თუმცა, დღეს ის ბედნიერია.

წყარო: ilovedogsandpuppies

ასევე იხილეთ:

მას არასოდეს უთამაშია... პატრონმა გადაწყვიტა ძაღლს თავად შეერჩია საყვარელი სათამაშო

"მაჩუქეთ კატა, რომელიც არავის სჭირდება", - გოგონა ცხოველთა თავშესაფარს უცნაური თხოვნით ესტურმა

საფრანგეთში ალპაკა ოპტიკის მაღაზიაში მარტო შევიდა და ნახევარი საათი სათვალეს არჩევდ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?