რატომ აყრის ძაღლი მიწას საკუთარ ფეკალიებს?
არსებობს ორი მიზეზი:
1. ძაღლი ცდილობს თავისი უწესრიგობის დაფარვას.
2. ძაღლი ნიშნავს ტერიტორიას.
ძაღლს ფეხებზე აქვს ჯირკვლები, სადაც არის განთავსებული ჰორმონები. მას უკანა ფეხების რამდენჯერმე გაქნევა
როცა ძაღლი გეყრდნობათ ან ფეხებში გებლანდებათ
არაერთ პატრონს გამოუცდია, როცა მძიმე წონის ძაღლი მის კალთაში მოკალათებას ცდილობს ან ფეხებზე მთელი ძალით ეყრდნობა. ამ დროს რთულია წონასწორობა დაიჭირო და გაუძლო მძიმე მასას. ამ ქცევასთან დაკავშირებით არსებობდა მოსაზრება, რომ ძაღლი ამგვარად ცდილობდა პატრონზე დომინირებას, თუმცა, ეს მხოლოდ მითია.
სპეციალისტების თქმით, ამგვარი მოქმედებით ძაღლი გამოხატავს ნდობას, დაცულობასა და მოფერების თხოვნას. არ დაგავიწყდეთ, მის მიმართ გამოხატოთ სითბო.
როცა ძაღლი კბილით გლეჯს ქაღალდებს
ნაცნობი სიტუაცია ძაღლის მფლობელთათვის: აღებთ ოთახის კარს და იქ გხვდებათ უამრავი ქაღალდის ნაფლეთი. ზოგიერთი ძაღლი ქაღალდის გლეჯვით სიამოვნებას იღებს. როცა მტაცებელი ცხოველი ნადავლს იჭერს, ისიც სწორედ ამგვარად გლეჯს მსხვერპლს. ეს შინაურ ძაღლსაც აქვს გენებში, მაგრამ თუ ძაღლი ხშირად ყლაპავს ქაღალდებს, მას შეიძლება განუვითარდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ამიტომ გაზეთები, წიგნები და ა.შ. მოათავსეთ მისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ხმაურიანი ძილი
ძაღლების უმრავლესობა (განსაკუთრებით ლეკვები) ძილის დროს დაბალ ხმაზე ყეფენ, წკუმტუნებენ, ამოძრავებენ ფეხებს (თითქოს მირბიან) და ა.შ. რას ნიშნავს ეს? შესაძლოა თუ არა, რომ ამ დროს ისინი ხედავდნენ სიზმრებს? სპეციალისტების თქმით, ისინი ნამდვილად ხედავენ სიზმრებს ისევე, როგორც ადამიანები. ამიტომ სანერვიულო არაფერია, ეს ძაღლის ნორმალური საქციელია. თუ ამ დროს გინდათ, რომ გააღვიძოთ, დაბალ ხმაზე მიმართეთ სახელით ან უმჯობესია ნება მისცეთ გააგრძელოს სიზმრებში "მოგზაურობა".
რატომ ფლავს ძაღლი მიწაში ძვალს ან რაიმე ნივთს?
სწორედ ასე იქცევიან მგლები და სხვა მტაცებლები - ისინი ნადავლის ნაწილს მარხავენ მიწაში, რადგან მათ არ იციან, როდის შეძლებენ კვლავ საკვების შოვნას. ძაღლსაც აქვს მტაცებლური ინტინქტები, ამიტომ მისი მხრიდან, საკვების გადამალვა გასაკვირი არ არის. თქვენმა ბინადარმა შესაძლოა საკვების გარდა დამალოს სათამაშოც, სწორედ იმავე მიზეზით - რათა შემდეგ გაერთოს და ითამაშოს.
ასევე იხილეთ:
ოდესმე გინახავთ ძაღლი ასე იქცეოდეს? ის ამ მოქმედებით ცდილობს, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ
ძაღლი და პატრონი - ვინ არის მათ შორის უფროსი?
5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს