შეიძლება თუ არა, ძაღლს საღრღნელად მისცეთ ძვალი?
შეიძლება თუ არა, ძაღლს საღრღნელად მისცეთ ძვალი?
მრავალი საუკუნის მანძილზე შინაური ბინადრის მფლობელები მიიჩნევდნენ, რომ ძაღლისთვის ძვალის მიცემა არა მავნებელი, არამედ სასარგებლო იყო. დღეს კი ვეტერინარები გვაფრთხილებენ, რომ ეს "უვნებელი" ჩვევა შესაძლოა, ძაღლის სიკვდილის მიზეზი გახდეს.

ვეტერინართა საქველმოქმედო ორგანიზაცია "PDSA"-მ გამოსცა გაფრთხილება მას შემდეგ, რაც ვეტექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ათობით ძაღლს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა დაუზიანდა, რაც გამოწვეული იყო ძვლის ნამცეცებით.

მათი თქმით, ძაღლი ძვლის ღრღნის პროცესში ყლაპავს მის ნამცეცებს, მათ შორის კი - ბასრ, წაწვეტებულ ნაწილებს. ამ დროს, ღრძილებისა და ენის დაზიანება ცხოველისთვის ძალიან მტკივნეულია, ამასთანავე, პირის ღრუში
შესაძლოა, ინფექციის კერაც გაჩნდეს.

და ეს ყველაფერი არაა: ძვლის ბასრმა ნაწილებმა შესაძლოა, დააზიანოს ძაღლის საყლაპავი
მილიც (ცნობისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემა ძვლის ნარჩენებს ვერ ამუშავებს). თუ ძვლის ნამცეცები პატარაა, ძაღლი შესაძლოა, დაიხრჩოს.

სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძვლის ნამცეცების მოსაშორებლად ქირურგიული ჩარევა აუცილებლობას წარმოადგენდა. არაერთი ბრიტანული კომპანია აწარმოებს ძაღლის საკვებს. ისინი თვლიან, რომ ყველისგან დამზადებული ძვლები ძაღლისთვის სასარგებლოა, თუმცა, ამ აზრს ყველა არ ეთანხმება: მაგალითად, კომპანია "Tesco"-მ შეწყვიტა ცხოველისთვის სპეციალურად დამზადებული ძვლების გაყიდვა მას შემდეგ, რაც ძვლების ღრღნა არაერთი ძაღლის სიკვდილის მიზეზი გახდა. პატრონებმა ჯეიმს ლანკასერმა და ანა კერიმ პატარა ტანის ძაღლს მისცეს "Tesco"-ს წარმოებული ძვლები. ცხოველი ცუდად გახდა. აღმოჩნდა, რომ ძვლის ნამცეცები მის ნაწლავებში გაიჭედა. მიუხედავად 4-საათიანი ოპერაციისა, ვეტერინარს მისი ევთანაზია მოუხდა.

"ცხოველის მფლობელების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა საშიშროებას წარმოადგენს ძვალი. ჩვენ ბოლომდე ვუჭერთ მხარს "PDSA"-ის რჩევას. და მართლაც, ძვლის ღრღნამ შესაძლოა, ძაღლი სიკვდილამდე მიიყვანოს", - ამბობს ვეტერინარი მეისი კერი.

და კიდევ ერთი რეკომენდაცია: ვეტერინარები ძაღლის მფლობელებს აფრთხილებენ, კარგად შეარჩიონ ცხოველისთვის განკუთვნილი სათამაშოები, რადგან უმეტესობა მათგანი შეღებილია ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავებით ან  წარმოებულია ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით.

ასევე იხილეთ:

5 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, როცა ძაღლს პარკში ასეირნებთ

ძაღლის 15 ჯიში, რომლებსაც ბეწვი სხვებთან შედარებთ ძალიან სცვივათ

6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?