5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს
5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს
ძაღლს აქვს წინათგრძნობის საოცარი უნარი. მეცნიერებმა რამდენიმე წელია, რაც აღმოაჩინეს, რომ ძაღლს შეუძლია ეპილეფსიით ან დიაბეტით დაავადებულ პატრონს წინასწარ ანიშნოს შეტევის მოახლოება. ეს საოცარი თვისება ბოლომდე არ არის გამოკვლეული, რადგან ყველა ძაღლს არ აქვს ამის უნარი. მეცნიერები დღემდე შესწავლის პროცესში არიან. თუმცა, არის წინათგრძნობები, რასაც ყველა ძაღლი გრძნობს. 

პატრონის განწყობა

Zooclub

ეს სიახლე არ არის ძაღლის მფლობელებისთვის. ძაღლი ხშირად სტრესულ სიტუაციაშია, თუ მისი პატრონი დეპრესიაში ან გაბრაზებულია. ის ყოველთვის განიცდის, როცა მისთვის საყვარელი ადამიანი მოწყენილია. ასევე გაარკვიეს, რომ როცა მწვრთნელი ძაღლს
ბრძანებებს ასწავლის, მისი განწყობა ყოველთვის აისახება ცხოველზეც.

როცა პატრონი ძაღლის იგნორირებას ახდენს

Zooclub

ძაღლი ინტელიგენტი ცხოველია,
მას უყვარს ადამიანები, იგი გრძნობს, როცა პატრონი ყურადღებას არ აქცევს და მის თავიდან მოშორებას ცდილობს. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი ძაღლი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუჩინარდა და სწორედ მაშინ მოგპარათ მაგიდიდან სასუსნავი? ძაღლი ყოველთვის გრძნობს, როცა თქვენი გონება სხვა რამისკენ არის მიმართული, სწორედ იმ დროს შეეცდება რაიმე ცუდის გაკეთებას, რადგან თქვენი ყურადღება ვერ დაიმსახურა.

უთანასწორობა

Zooclub

კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლები გრძნობენ ადამიანებისგან უთანასწორო დამოკიდებულებას. სპეციალიტებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: ორ ძაღლს მისცეს დავალება. მისი შესრულების შემდეგ, ერთი მათგანი დააჯილდოეს ბურთით, ხოლო მეორე ჯილდოს გარეშე დატოვეს. ბურთის გარეშე დარჩენილმა ძაღლმა შეწყვიტა მითითებების შესრულება და იგნორს უკეთებდა სპეციალისტების ყოველ სიტყვას, მოფერებასაც კი.

როცა პატრონი ავად არის

Zooclub

როცა პატრონი ავად არის, ძაღლი მას გვერდიდან არ შორდება, უთანაგრძნობს და განიცდის. ამასთანავე, სპეციალისტებმა აღმოაჩნეს, რომ ძაღლი ყნოსვით გძნობს სიმსივნურ უჯრედებს. მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: სისხლის რამდენიმე სინჯარა განათავსეს მაგიდაზე, მათ შორის მხოლოდ ერთ სინჯარაში იყო სიმსივნით დაავადებული ადამიანის სისხლი, რასაც ძაღლმა ყნოსთვის მარტივად მიაგნო.

თუ თქვენ ხართ არასანდო

Zooclub

იაპონელმა მკვლევარებმა შეისწავლეს 34 ძაღლი და შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალში "Animal Cognition"-ი.
ქვეცნობიერად ძაღლები იკვლევენ იმ ობიექტს, რომელზეც ადამიანი მიუთითებს. მკვლევარებს უნდოდათ გაეგოთ, რამდენ დროს მოანდომებს ძაღლი ამა თუ იმ ადგილს, სანამ ბოლომდე არ მიხვდებოდა, რომ ეს ცრუ მითითება იყო ან საერთოდ შესაძლოა ვერც მიმხვდარიყო. ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე ძაღლებს მიუთითეს საკვებით სავსე ყუთზე, მეორე ეტაპზე კოლოფზე, რომელშიც არ იყო საკვები, ხოლო მესამე ეტაპზე საკვები იყო კოლოფის უკან. პირველ შემთხვევაში ძაღლები ობიექტს მიუახლოვდნენ, მეორე შემთხვევაშიც იგივე გააკეთეს, თუმცა, იქ საკვები აღარ დახვდათ, ხოლო მესამე შემთხვევაში მითითებულ ადგილზე, სადაც კოლოფის უკან საკვები იყო, 34-დან მხოლოდ 7 ძაღლი მივიდა. დანაჩენები კი მოშორებით აკვირდებოდნენ გარემოს.

ასევე იხილეთ:

10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"

რატომ ლოკავს ძაღლი პატრონს?

ძაღლი და პატრონი - ვინ არის მათ შორის უფროსი?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?