error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0d02e71b7c29ef53229e4566496a10d8.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"
10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ყოველთვის გამოხატავენ ჩვენს მიმართ სიყვარულს ისე, რომ ამ გრძნობის გასაზიარებლად სიტყვები არ არის საჭირო. ძალიან მნიშვნელივანია ძაღლისა და პატრონის ტელეპატიური კავშირი, როდესაც შინაური ბინადარი ყოველთვის გრძნობს, როგორ ხასიათზეა და რას განიცდის პატრონი. 

ძაღლს მრავალფეროვანი უნარი აქვს სხვადასხვა ჟესტით უთხრას პატრონს -"მე შენ მიყვარხარ". ძაღლების ქცევის სპეციალისტი გრეგორი ბერნი, გამოყოფს რამდენიმე ჟესტს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, როდის გიზიარებთ თავის გრძნობებს ოთხფეხა მეგობარი.

როცა ძაღლის დაჟინებული მზერა პატრონის თვალებისკენ არის მიმართული

Zooclub

როდესაც თქვენი ძაღლი გიახლოვდებათ და თვალებში გიყურებთ. ის ამ
დროს გამოყოფს ოქსიტოცინს (სიყვარულის ჰორმონი). გაიმეორეთ თქვენც იგივე - დაჟინებით დააკვირდით მის თვალებს, ის უხერხულად
იგრძნობს თავს და თვალს აგარიდებთ.

როცა პატრონი ამთქნარებს ძაღლიც იმავეს იმეორებს

Zooclub

მთქნარება გადამდებია. იცოდით, რომ ეს იმპულსი არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც მოქმედებს?

როცა მისი საყვარელი ოჯახის წევრი ამთქნარებს, ძაღლიც ინსტინქტურად იგივეს იმეორებს.

როცა ძაღლი თავს ხრის თქვენკენ და ცდილობს მოგეყრდნოთ

Zooclub

ზოგჯერ ძაღლი ეყრდნობა ადამიანს, თუ მას ეზოში გასვლა სურს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთგულების გამოხატვის სიმბოლოც.

იმ დროსაც კი, როცა ძაღლი რაღაცას განიცდის და თქვენთან სიახლოვეს ცდილობს, ამ ჟესტით "გეუბნებათ", რომ დაიცვათ და გვერდიდან არ მოშორდეთ რთულ სიტუაციაში.

როცა ძაღლი საკვების მიღების შემდეგ გეხუტებათ

Zooclub

ძაღლების მოყვარულებმა (და მათ ვისაც ძაღლი არ უყვარს) იციან, რომ პირველ ყოვლისა, ცხოველები საკვებზე მოტივირებულნი არიან. მაგრამ სპეციალისტი ბერნის თქმით, ძაღლისთვის საკვების შემდგომი ჟესტი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ცხოველი ამ ქმედებით მადლიერებას გამოხატავს.

მზერა, წარბების აწევა და მოძრაობა

Zooclub

პატრონმა იცის, რომ ძაღლის კუდი კომუნიკაციის საუკეთესო ინდიკატორია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახის ჟესტებიც.

როცა ძაღლი ოჯახის წევრებს ხედავს, ის წარბებს ზევით წევს (განსაკუთრებით მარცხენა წარბს), მაგრამ როცა ხედავს უცხო ადამიანს მისი სახის მიმიკა უცვლელი რჩება (გარდა მაჯვენა წარბისა) და სხეულით გამოხატავს დამოკიდებულებას (აგრესია, პირველი შეხვედრა და ა.შ.).

როცა ძაღლი გიყურებთ, როგორ ტოვებთ სახლს

Zooclub

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ის ძაღლები, რომლებიც პანიკაში ვარდებიან პატრონის სახლიდან გასვლის დორს, სიყვარულს გამოხატავენ.

სპეციალისტ გრეგორი ბერნის თქმით, მსგავსი ქცევა სიყვარულთან არ არის დაკავშირებული.
თუ სახლიდან გასვლისას თქვენი ძაღლი პანიკაშია, ეს განშორებასთან დაკავშირებული შფოთია და არა სიყვარულის გამოხატვა.

თუ პატრონის სახლიდან გასვლის დროს, ძაღლი მიდის და თავის ადგილზე წვება (ან სადმე ოთახში მოიკალათებს), ეს ნიშნავს, რომ მას უყვარხართ, გენდობათ და დარწმუნებულია, რომ კვლავ მასთან დაბრუნდებით.

ძაღლის მღელვარება, როცა პატრონი სახლში ბრუნდება

Zooclub

ძაღლის პატრონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა სახლში დაბრუნებულს მისი ბინადარი სიხარულით ეგებება - აქიცინებს კუდს, მოაქვს მისთვის სათამაშო და სხვა.

უდავოა, ეს სიყვარულის გამოხატვაა პატრონის მიმართ, თუმცა, ამავე დროს მისი ქცევა ნდობისა და ერთგულების დასტურია.

როცა ძაღლს სძინავს პატრონის საძინებელში

Zooclub

თუ გსურთ გაიგოთ, რომელი ოჯახის წევრი უყვარს თქვენს ძაღლს ყველაზე მეტად, მიაქციეთ ყურადღება, სად სძინავს ყველაზე ხშირად (ან სისტემატურად) თქვენს ოთხფეხა ბინადარს.
გრეგორი ბერნის თქმით, თუ ის ცდილობს თქვენს საწოლზე ძილს, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული აქვს, მას უსაზღვროდ უყვარხართ.

როცა ძაღლს მოაქვს თქვენთვის სათამაშოები

Zooclub

გარდა იმისა, რომ ის თამაშს გთავაზობთ, ამასთანავე, გთვლით ლიდერად. ძაღლს თქვენთვის მოაქვს ის სათამაშო, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ. ის ამ ჟესტით "დახმარების ხელს" გიწვდით.

გაიზიარე მისი სიყვარული

Zooclub

გიყვართ თქვენი ძაღლი? სპეციალისტი ბერნის თქმით, ძაღლი ყოველთვის გრძნობს გიყვართ თუ არა.
თუ თქვენ მას სიყვარულითვე არ უპასუხეთ, ძაღლი შესაძლოა, დროთა განმავლობაში დაითრგუნოს.

როგორი ჟესტებით გამოხატავს თქვენი ბინადარი სიყვარულს? დაწერეთ კომენტარებში.

ასევე იხილეთ:

რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?

5 მინიშნება, თუ როგორ ხვდება ძაღლი ქალის ორსულობას

გიორგი
პანიკაში ვარდება როცა სახლს ვტოვებ, ჩემი სახლში დაბუნების დრო იცის და წინ მელოდება კიბეზე ზის და გზას უყურებს
მანანა
ძაღლი ჩემთვის უსაყვარლესია. მე არ ვეთანხმები მეცნიერებს, რომლებიც ამბობენ რომ ძაღლის ქცევა ინსტიქტურია და ისინი არ აზროვნებენ,ძალიან კარგადაც აზროვნებენ, უკაცრავად და ზოგიერთ ადამიანზე უკეთესადაც... მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ კინოლოგები უკრძალავენ მსგავს ქცევას, მე არ შემიძლია ჩემს უერთგულეს პუდელს არ ჩავეხუტო და გულში არ ჩავიკრა... თუ ოდნავ მოწყენილი მნახა იმწმსვე მასაც განწყობა ეცვლება და საშინლად განიცდის... საოცრებები არიან ძაღლები, ჩემი უღალატო და უსაყვარლესი მეგობრები...
mari
მამაჩემს ეტირება საშინელ პანიკაში ვარდება ხოლმე ვაწკნარებ ძლივს.მეროცა გავდივარ ცოტახანს ტირის და მერე წყნარდება და ვეჩვიანობ ხოლმე მე ვევლები თავზე და არუყვარვარ მეთქი. მაგრამ მემაინც ძაან მიყვარს მის გარეშე ვერ წარმომიდგენია რამომივა
ელენე
ჩემი ბიჭი ძალიან მოსიყვარულე 7 თვის გერმანული ნაგაზი. ძალიან მიყვარს და მასაც ვიყვარვარ ყველგან დამყვება ძალიან დამჯერია არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ისეთი მოსიყვარულე ცუგა მყავს რიჩი ქვია ))) როდესაც სახლში ვბრუნდები თავის ძვირფასი ნივთი მოაქვს ჩემთვის რაც მე ძალიან მახარებს მეც მიყვარს რიჩი და მასაც ვუყვარვარ)))!
ნინი
მე მყავდა ავჩარკა, საოცარი ძაღლი იყო.2009 წელს მამაჩემი გარდაიცვალა,ძაღლი სამზადისის გამო პირველ დღეს ოთახში გავაჩერეთ.საღამოს როდესაც გამოვუშვით ოთახიდან,ალბად არ დამიჯერებთ(არსად არც მინახავს და არც გამიგონია)გამოვარდა ოთახიდან,სასახლესთან მიირბინა მთხოვა გადახადეო,გადავხადე დაყნოსა, მერე მე, დედაჩემს და ჩემს დას ცალ-ცალკე მოგვისამძიმრა.კალთაში თავი ჩაგვიდო და თავში თათები წაიშინა(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით),თან ყმუოდა. მამის დაკრძალვის შემდეგ საჭმელს აღარ ჭამდა,კარებთან გვიანობამდე იწვა და ძლივს გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან.ეს ძაღლმა გააკეთა.ერთი წლის თავზე გარდაიცვალა.გული ახლაც მტკივა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?