საფრანგეთში ალპაკა ოპტიკის მაღაზიაში მარტო შევიდა და ნახევარი საათი სათვალეს არჩევდა
საფრანგეთში ალპაკა ოპტიკის მაღაზიაში მარტო შევიდა და ნახევარი საათი სათვალეს არჩევდა
საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში შეამჩნიეს ულამაზესი ალპაკა. თამამი ცხოველი ფერმიდან გაიქცა და იმის მაგივრად, რომ ველურ ბუნებაში წასულიყო, ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ქუჩებში სეირნობისას, მან აღმოაჩინა, რომ სათვალე სჭირდებოდა და ოპტიკის მაღაზიას მიაკითხა.

ფოტოგრაფ პერ-ივ ნიკოლასის თქმით, ის თავის სტუდიაში მუშაობდა, როდესაც შეამჩნია, თუ როგორ შევიდა ალპაკა მეზობლად მდებარე მაღაზიაში. უჩვეულო არსება სწორედ ნიკოლასმა აღბეჭდა ფოტოებზე და ინტერნეტ სივრცეში განათავსა.

Zooclub

"ცხოველი მშვიდად დასეირნობდა სტენდებს შორის და სარკეში იხედებოდა. შესაძლოა, ფერმაში მას არასოდეს ჰქონია საშუალება, საკუთარი თავი დაენახა", - ამბობს ფოტოგრაფი.

მყიდველები და გამყიდველი დაბნეულები აკვირდებოდნენ უჩვეულო ცხოველს, თუმცა, მისი გაგდება არ უცდიათ.

Zooclub

მაღაზიის თანამშრომლებმა კარი
ჩაკეტეს, რათა ალპაკა ქუჩაში არ გაქცეულიყო და მანქანის მსხვერპლი არ გამხდარიყო. მათ ცხოველს საშუალება მისცეს, დაეთვალიერებინა სათვალეები და ამ პერიოდში პოლიციას დაუკავშირდნენ.

Zooclub

ნახევარი საათის შემდეგ ცხოველს პოლიციელმა და პატრონმა მიაკითხეს. ამ უკანასკნელმა ალპაკა ხელში აიყვანა და სახლში წაიყვანა.

Zooclub

მაღაზიის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ ცხოველს პატრონის დანახვა არც თუ ისე გაუხარდა, რადგან ქალაქის ცენტრში სეირნობა მას ჯერ დასრულებული არ ჰქონდა.

ასევე იხილეთ:

გოგონამ თავის სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოაჩინა

ხელოსნებმა ისეთი რამ დაინახეს, რომ ყველა მათგანი შიშისგან მაგიდაზე აძვრა

ეზოში შეპარული დათვი ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა და ნებივრობდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?