მამაკაცებმა, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებდნენ, შესასვლელ კართან ისეთი რამ დაინახეს, რომ მათი ნაწილი მაგიდაზე აძვრა, ხოლო სხვები ოთახიდან გაიქცნენ.

მათი შიშის მიზეზი პიტბულ ტერიერი აღმოჩნდა, თუმცა, ცხოველმა კუდის ქიცინით და მეგობრულად შეირბინა ოთახში.
საბოლოოდ, შიში მხიარულმა განწყობამ შეცვალა. ცხოველი სიხარულით უახლოვდებოდა თითოეულ მათგანს და მხოლოდ მოფერებას ითხოვდა.

ყოველივე სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეომ შესაძლოა ამ ჯიშის შესახებ იმ ადამიანების წარმოდგენა შეცვალოს, რომლებსაც პიტბული "კაციჭამია" ძაღლი ჰგონიათ.
ასევე იხილეთ:
ბავშვი მძინარე პიტბულს მიუახლოვდა და ცხვირზე აკოცა, ძაღლის რეაქცია საოცარია...
აბაზანაში მომწყვდეული ვირთხის დაჭერის მცდელობამ სრული კრახი განიცადა
დათვი შეიპარა საცხოვრებელ ეზოში, მოკალათდა "ჯაკუზში" და კოქტეილიც მიირთვა