ნაპოვნია ობობების შიშისგან და სხვა ფობიებისგან განკურნების საშუალება
ნაპოვნია ობობების შიშისგან და სხვა ფობიებისგან განკურნების საშუალება
ახალი გამოკვლევები სხვადასხვა ფობიით დატანჯულ ადამიანებს მათგან განკურნების შანსს აძლევს. პერსპექტივაში, საქმე ეხება ობობების შიშის შემცირებას, ასევე, სიმაღლის, გველებისა და სხვა შიშების დაძლევას. სამეცნიერო სამუშაოს შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ "Current Biology"-ში, ხოლო მოკლედ მათზე "Medical News Today"-ი წერს.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 30% განსაკუთრებულ სიტუაციეში განიცდის ღელვას. ზოგ შემთხვევებში ეს განცდები ფობიებს ავითარებს - ირაციონალურ, არაკონტროლირებად შიშს. მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად ფსიქოლოგები ექსპოზიციურ თერაპიას იყენებენ: პაციენტს სთავაზობენ, ბევრი იფიქროს და ისაუბროს მისთვის საშიშ საგნებზე, რაც საბოლოოდ გააქრობს შიშს, ძველ უსიამოვნო მოგონებებს ახალი
და სასიამოვნო ჩაანაცვლებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი თერაპიის ეფექტი შეიძლება არ იყოს მუდმივი.

უპსალისა და კაროლინის ინსტიტუტის (შვედეთი) მეცნიერებმა ამ სახეობის თერაპიის გაუმჯობესების უბრალო საშუალება იპოვეს, ეფექტიც მუდმივი იქნება. ამისთვის საკმარისია უსიამოვნო მოგონებების “გადაწერის” პროცესში ჩარევა.

ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ფსიქოლოგები მოხალისეებს ობობებისა და მათი ქსელის ფოტოებს ანახებდნენ, რომ ძლიერი შფოთვა გამოეწვიათ. 10 წუთის შემდეგ ისევ ახდენდნენ გამოსახულების დემონტრირებას. მეორე დღეს ახალი გამოსახულებების ჩვენების დროს მოხალისეების ტვინის ნუშისებრი ნაწილი, რომელიც შიშის ფორმირებაზე აგებს პასუხს, ნაკლებ აქტიურობას გამოხატავდა.

მეცნიერების აზრით, თუ ნეგატიური ემოციები გონებაში რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ნაკლები ფორმით მეორდება, შიში შესამჩნევად სუსტდება. მოგონებები ახალი, არასაშიში გარემოს გათვალისწინებით ინახება.

ადრე ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არახნოფობია შეიძლება ჩვენს დნმ-შია ჩადებული და ის ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა.

ასევე იხილეთ: ზოოფობია – "ცხოველების შიში"

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?