დათვი შეიპარა საცხოვრებელ ეზოში, მოკალათდა "ჯაკუზში" და კოქტეილიც მიირთვა (სახალისო ვიდეო)
კალიფორნიის მცხოვრებმა ვიდეოზე გადაიღო დათვი, რომელიც მისი სახლის ეზოში შეიპარა, ჯაკუზში გაგრილდა და "მარგარიტაც" მიირთვა. სიცხისგან შეწუხებული მტაცებელი გრილდებოდა, როგორც შეეძლო.


მარკ ჰოფის თქმით, დათვი მისი სახლის ეზოში შეიპარა იმ დროს, როცა ის მეუღლესთან ერთად აუზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ისვენებდა.

"ჩემი ცოლი სამსახურიდან დაბრუნდა და მთხოვა მისთვის "მარგარიტა" მომემზადებინა. ჩვენ რამდენიმე კოქტეილი გავაკეთეთ და დასასვენებლად ჯაკუზისკენ წავედით. რამდენიმე წამში ეზოს კარის მტვრევის ხმა მომესმა."

როდესაც ხმა გახშირდა, მარკი კართან მივიდა, რათა გაეგო რა ხდებოდა.

მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლის უკანა ეზოში,
ღობიდან დათვი გადამძვრალიყო. მარკის თქმით, მან ცოლი გააფრთხილა, ძაღლები ტერიტორიიდან გაეყვანა.

წყვილი სახლში დაბრუნდა, მაგრამ
რამდენიმე ხნის შემდეგ მარკი მტაცებლის მოსაძებნად ეზოში გავიდა. მან დაინახა სასაცილო სურათი - დათვი ბანაობდა ჯაკუზში და აუზთან დატოვებულ "მარგარიტას" მიირთმევდა.

Zooclub

"ის ბუშტებს უშვებდა, თერმომეტრით თამაშობდა და დროს საუკეთესოდ ატარებდა. დათვი ჩანდა მშვიდი და მხიარული", - ამბობს სახლის პატრონი.

დათვი ჯაკუზში გაერთო, რამდენიმე საათი მარკის ეზოში დაიძინა, ხოლო შემდეგ მშვიდად დატოვა ტერიტორია. მამაკაცის თქმით,  მას შემდეგ მტაცებელი მათ ეზოში არ გამოჩენილა, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, ცხოველი ერთ-ერთი მეზობლის ეზოში კვლავ შეამჩნიეს.

ასევე იხილეთ: 

მშიერი ზღვის ლომი რესტორანში შეიპარა და მაგიდასთან მოკალათდა

პროდუქტების მაღაზიაში შეპარულმა კატამ შაქრის ფხვნილში მოსაქმება გადაწყვიტა

მამაკაცმა დათვების ოჯახს ზრდილობიანად მიმართა, მისი ტერიტორია დაეტოვებინათ... მტაცებლების რეაქცია საოცარია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?