ეშინია თუ არა სინამდვილეში სპილოს თაგვის?
ეშინია თუ არა სინამდვილეში სპილოს თაგვის?
იმის შესახებ, რომ სპილოები თაგვებს ვერ იტანენ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე წერდნენ. დაახლოებით 2000 წლის წინანდელი გადმოცემით, სპილოები იმ საკვებზეც კი აცხადებენ უარს, რომელსაც თაგვის სუნი აქვს. ეს ლეგენდა რამოდენიმე ხნის წინ "Discovery"-ზე შეამოწმეს.

წყვილი სპილოს გზაზე ალაგებდნენ სპილოს განავალს, რომელსაც ცხოველების მიახლოებისას თოკის მეშვეობით ადგილიდან ძრავდნენ. სპილოები ასეთ შემთხვევაში მშვიდად აგრძელებდნენ გზას. მაგრამ როდესაც განავლის ქვეშ თაგვს ათავსებდნენ და მას პირდაპირ სპილოების წინ ათავისუფლებდნენ, ისინი მაშინვე ერიდებოდნენ თაგვს და გვერდს უვლიდნენ. თუმცა, მათი რეაქცია შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო არა შიშით, არამედ
გაკვირვებით, რომელსაც ობიექტის მოულოდნელი გამოჩენა იწვევდა. აუცილებელი არ იყო, ეს თაგვი ყოფილიყო. სპილოებს მხედველობა ცუდი
აქვთ, ასე რომ, საეჭვოა, მაშინვე გაერჩიათ მათ წინ რა იყო.

ზოოპარკებისა და ცირკების თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ თუ სპილოს პირდაპირ მივუტანთ ახლოს თაგვს თვალებთან, ყურსაც არ შეიბერტყავს. ეს ორი განსხვავებული აზრი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ყველა ინდივიდს თავისი ხასიათი აქვს. მაგალითად, არიან კატები, რომლებიც თაგვებსა და ვირთხებს გაურბიან, თუმცა, ნათელია, რომ ზოგადად კატებს ეს შიში არ ახასიათებთ. ასევე შეიძლება იყოს სპილოების შემთხვევაშიც: დღემდე არ არის გარკვეული - სპილოების შიში მათი წესია, თუ გამონაკლისი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?