"მაჩუქეთ კატა, რომელიც არავის სჭირდება", - გოგონა ცხოველთა თავშესაფარს უცნაური თხოვნით ესტურმა
"მაჩუქეთ კატა, რომელიც არავის სჭირდება", - გოგონა ცხოველთა თავშესაფარს უცნაური თხოვნით ესტურმა
გოგონა ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფარში გაემგზავრა სურვილით, რომ კატა აეყვანა. მან თავისი კითხვით თავშესაფრის თანამშრომლები გააკვირვა: "მაჩვენეთ ის ცხოველი, რომელიც ყველაზე დიდი ხანია აქ ცხოვრობს!" სწორედ ასე იპოვა მზრუნველი პატრონი სმენის არ მქონე, უკბილო კატამ.

სან-ანტონიოში (ტეხასის შტატი, აშშ) მცხოვრები ბრიჯიტ საუბი დიდხნიანი მკურნალობის შემდეგ სახლში სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მას სურვილი ჰქონდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე რაღაც შეეცვალა და გაიფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, ერთი ცხოველისთვის მაინც ეჩუქებინა მზრუნველი ოჯახი.

ადგილობრივ თავშესაფარში მისვლისას, მან თანამშრომლებს სთხოვა, ეჩვენებინათ ის ცხოველი, რომელიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობდა თავშესაფარში. გოგონას
აჩვენეს კატა, სახელად კალი.

Zooclub

კალი უპატრონო კატა იყო და ერთ დღეს თავშესაფარში აღმოჩნდა. მას კბილები
საერთოდ არ ჰქონდა, როგორც ჩანს, ასაკოვანი და სმენის არ მქონე იყო.

კატა დიდი მწვანე თვალებით გალიიდან გამოძვრა და კრუტუნი დაიწყო. ეს იმდენად ემოციური შეხვედრა იყო, რომ დიდი ხნის შემდეგ ბრიჯიტმა პირველად გაიღიმა.

გოგონამ ხნიერი კატა სახლში წაიყვანა. თავიდან კალი ახალ გარემოში ვერ ისვენებდა და მთელი ღამე დადიოდა, თუმცა, მომდევნო დილით ის ბრიჯიტის ფეხებთან მოკალათდა და დაიძინა. როგორც ჩანს, ცხოველი მიხვდა, რომ ეს მისი ახალი სახლი იყო, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება უნდა გაეტარებინა.

Zooclub

მას შემდეგ კალის პატრონის ფეხებთან ძინავს. კატა საოცრად მოსიყვარულე და თბილი აღმოჩნდა.

Zooclub

ბრიჯიტის თქმით, ხნიერმა კატამ მას უსაზღვრო სიხარული მოუტანა. "ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ მიუხედავად ასაკისა, ვიღაცას ისევ სჭირდები", - ამბობს გოგონა.

ასევე იხილეთ:

ქალმა ცხოველების თავშესაფარს მიაკითხა და აიყვანა ყველაზე ასაკოვანი ძაღლი, რომელიც არავის სურდა

9 წლის ბავშვმა ცხოველთა თავშესაფრიდან ყველაზე ასაკოვანი და უძლური ძაღლი აიყვანა

"მაქციამ", რომლისაც ადამიანებს ეშინოდათ, მზრუნველი პატრონი იპოვა და ულამაზეს არსებად გადაიქცა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?