კნუტმა, რომელიც ჭერიდან ჩამოვარდა, ადამიანები პირველად იხილა
კნუტმა, რომელიც ჭერიდან ჩამოვარდა, ადამიანები პირველად იხილა
28 წლის ელი ჰეივუდი კნუტ ასბესტს მეტად უცნაურ სიტუაციაში შეხვდა. პატარა არსება, პირდაპირი მნიშვნელობით, ჭერიდან ჩამოვარდა.

ელი ცხოვრობს მელბურნში მდებარე საერთო საცხოვრებელში, რომელიც ძველი აშენებულია და ფაქტობრივად, დაშლის პირასაა.

როდესაც კედლები ან ჭერი ზიანდება, გოგონა მას პლაკატით ან მცენარეებით ფარავს.

ერთ საღამოს საშინლად წვიმდა, ელის აბაზანიდან უჩვეულო ხმა მოესმა. მან კარის გაღებისთანავე, ჭერზე დიდი ხვრელი შენიშნა, ხოლო იატაკზე პატარა კნუტი ეგდო.

Zooclub

კნუტი ელიმ დაიტოვა და მას ასბესტი დაარქვა. ერთი ციდა არსება არც ისეთი უსუსური აღმოჩნდა. ის პატრონს კბენდა და კაწრავდა, თუმცა,
შემდეგ ადამიანების გარემოცვასა და სიტუაციას შეეჩვია.

Zooclub
Zooclub

მოგვიანებთ აღმოჩნდა, რომ კნუტს არასოდეს ენახა ადამიანები, რადგან მან
მთელი თავისი ცხოვრება კედლებს შორის დედასა და და-ძმებთან ერთად გაატარა.

Zooclub

ელიმ ფუმფულა ბინადრის ამბავი "ტვიტერზე" გაავრცელა და მისი ფოტოებიც დაურთო. კნუტი რამდენიმე საათის შემდეგ სოციალური ქსელის ვარსკვლავად იქცა.

Zooclub

დღეს პატარა "უცხოპლანეტელი" მზრუნველ პატრონთან ცხოვრობს. მეტიც, ელიმ მას ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც გაუკეთა.

ასევე იხილეთ:

ქალმა გახსნა საფოსტო ყუთი და ხელზე რაღაც უცნაური "ნივთი" მოხვდა...

მათ სახლის ეზოში უცნაური არსება იპოვეს და აი, რა გაიზარდა

უსინათლო ენოტმა კნუტები ადამიანთან მიიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?