მათ სახლის ეზოში უცნაური არსება იპოვეს და აი, რა გაიზარდა
მათ სახლის ეზოში უცნაური არსება იპოვეს და აი, რა გაიზარდა
ავსტრალიელმა ქალმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა თავისი შინაური ცხოველის ფოტოები შემდეგი ისტორიით:

"ერთ დღეს ბავშვი ეზოდან სახლში დაბრუნდა და მოიყვანა არსება, რომელიც ჭიაყელას გავდა. თავიდან გადავწყვიტეთ, ისევ ეზოში დაგვებრუნებინა, თუმცა, შემდეგ ცხოველი დავტოვეთ და წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი გაიზრდებოდა.

ის იყო ძალიან პატარა და ჭუჭყიანი, რომელიც მართლაც ჭიაყელას გავდა.

Zooclub

მონეტაზე არც ისე დიდი იყო.

Zooclub

არ ვიცოდით, თუ რა ცხოველი იყო და რა სახის საკვები ესაჭიროებოდა.

Zooclub

ამოუცნობი არსება დღითიდღე იზრდებოდა და ძალებს იკრეფდა. თავიდან ის კნუტს მოგაგონებდათ. რამდენიმე ხნის შემდეგ
ნაცრისფერი ბეწვი და პატარა ყურები შეეტყო.  და მაინც ვერ ვხვდებოდით, რა სახეობას მიეკუთვნებოდა.

Zooclub

რამდენიმე თვის
შემდეგ, როდესაც პატარა წამოიზარდა, ვეტერინარმა გვითხრა, რომ ის მფრინავი ოპოსუმი იყო.

Zooclub

ამ ცხოველს სახლის პირობებში ცხოვრება შეუძლია. როგორ მოხვდა ეს არსება ჩვენს ეზოში გაურკვეველია.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ მფრინავი ოპოსუმის მაკეობის პერიოდი სულ რაღაც 17 დღეა, ხოლო შემდეგ ქვეყანას ევლინება ისეთი პატარა არსება, როგორიც ჩვენს ეზოში ვიპოვეთ.

Zooclub

ის საოცრად საყვარელი და უცნაური ცხოველია, რომლის მოვლაც არც თუ ისე მარტივია, თუმცა, ოჯახის წევრებს თავი იმედად შეგვაყვარა, რომ მისი გაშვება არც კი გვიცდია".




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?