"უპატრონო ძაღლების ატანა არ მქონდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულის ღირსნი არიან..."
"უპატრონო ძაღლების ატანა არ მქონდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულის ღირსნი არიან..."
სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად ერთგული ცხოველია ძაღლი. ცხოველთა მოყვარულებს შორის განსაკუთრებულ თანაგრძნობას იწვევს მიუსაფარი ძაღლი ან კატა, რომლებიც საკვების ძიებისას ყინვის თუ წვიმის დროს ქუჩა-ქუჩა დაეხეტებიან. შედარებით უმართლებთ იმ ძაღლებს, რომლებსაც მუდმივი მიკედლების ადგილი აქვთ საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს და კეთილი ადამიანები მათზე ზრუნავენ, თუმცა, ასეთი ერთი ან ორი ადამიანია და შესაძლოა, მეზობლების მხრიდან არაერთ წინააღმდეგობას შეხვდნენ.

მოცემული ისტორიაც საცხოვრებელ სახლთან მობინადრე ოთხ ძაღლზეა, რომლებმაც ერთი გულგრილი გოგონას სიყვარული სამართლიანად დაიმსახურეს.

"ძაღლები არასოდეს მყვარებია, განსაკუთრებით მაწანწალები, რომლებიც
ქუჩაში ცხოვრობენ. უსიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა, როდესაც გამვლელებს ეს ბეწვიანი არსებები უყეფდნენ.

ყოველთვის მეგონა, რომ ეზოს
აბინძურებდნენ და მათი ხილვისას სიძულვილის გრძნობა მეუფლებოდა.

ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი ჩემს მოხუც მეზობელს. იგი მესამე სართულზე ცხოვრობდა და საკუთარ ფოქსტერიერს დღეში რამდენჯერმე ასეირნებდა. მეტიც, ის კვებავდა ოთხ უპატრონო ძაღლს, რომლებიც ჩვენს ეზოში დასახლდნენ. ეს ცხოველები ჩვენს სიახლოვეს თავს გრძნობდნენ ისე, როგორც საკუთარ სახლში და ტერიტორიას იცავდნენ.

არ მჭირდებოდა მათი დაცვა და ყოველ ღამე მათი შეუჩერებელი ყეფა! ასევე, ვერ ვიტანდი ეზოში დაყრილ ბეწვს და მათთან შეხვედრას. წარმოგიდგენიათ, ოთხივე ძაღლი გამუდმებით ფეხებში მებლადებოდა -  ჩათვალეს, რომ მეც მათ "ოჯახში" მოვიაზრებოდი.

ამ უსიამოვნო ფაქტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შემეძლო. უბრალოდ მშვიდად ვერ ვიტანდი მეზობელ მოხუცს და ჩემს ეზოში მცხოვრებ ოთხ საშინელ არსებას. ვოცნებობდი, რომ ოდესღაც ამ საცხოვრებელ ადგილს დავტოვებდი და ბევრად მშვიდ ადგილას გადავიდოდი.

თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. შემოდგომის ცივი, წვიმიანი საღამო იყო, სახლში ფეხით მივდიოდი. ჩემს ეზოში შესვლამდე არკა უნდა გამევლო, სადაც უცხო მამაკაცი დამხვდა. ის იყო უზარმაზარი, ნასვამი და უხეში. მან ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა, ხოლო შემდეგ ქურქს ძალით მხდიდა. ყვირილი დავიწყე, თუმცა, ფიქრებში დავემშვიდობე ჩანთას, ფულს და ღირსებას.

და აი, ჩემი ხმის გაგონებაზე ისინიც გამოჩნდნენ. ოთხი სველი, თმიანი არსება. სუსტი განათება მკვეთრად ასახავდა მათ წვეტიან კბილებს და ანთებულ თვალებს, რამაც მამაკაცს გაქცევა აიძულა ისე, რომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასე სწრაფად ირბენდა ასეთი გაბარიტების ადამიანი.

მან ჩემი ჩანთა ისროლა და მთელი ძალით მირბოდა, ხოლო ძაღლები მას მისდევდნენ, თითქოს მზად იყვნენ, ნაფლეთებად ექციათ.

არ ვიცი, რომელი უფრო სწრაფად მივიდა დანიშნულების ადგილზე - ძაღლები თუ მამაკაცი, მაგრამ მას შემდეგ ჩემს სახლში ყველა ძვალი მხოლოდ ამ ცხოველებს - ჩემს გადამრჩენელებს ეკუთვნით.

მივხვდი, რომ არაფერია საშიში და გამაღიზიანებელი, როდესაც ეზოში გამოდიხარ, ძაღლები სიხარულით გხვდებიან და კუდს გიქიცინებენ. ასევე, აღმოვაჩინე, რომ საოცრად კეთილი და თბილი გამოხედვა აქვთ.

აი ასე, მე რადიკალურად შევიცვალე ნეგატიური აზრი ჩვენი ეზოს ძაღლებზე."

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლების ხროვამ გოგონები მძარცველებისგან იხსნა

მამაკაცი ზღვაში იხრჩობოდა, მას 3 უპატრონო ძაღლი დაეხმარა

მასწავლებელმა ტყეში წრეზე მსხდომი უპატრონო ძაღლები შეამჩნია... ვერ წარმოიდგენთ, ვის სიცოცხლეს იცავდნენ ცხოველები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?