უპატრონო ლეკვი და ბავშვი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ (+ვიდეო)
უპატრონო ლეკვი და ბავშვი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ (+ვიდეო)
11 წლის ბიჭი, სახელად რომელი უპატრონოდ დადის ქუჩებში და მოწყალებას ითხოვს მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.

მას ჰყავს 20 წლის და, რომელიც ქარხანაში მუშაობს, თუმცა, გოგონას თქმით, მისი ძმა უფრო მეტ ფულს აგროვებს ქუჩაში მათხოვრობით, ვიდრე ის ქახანაში მუშაობით. 

ქუჩაში ხეტიალისას ბავშვმა იპოვა ლეკვი, რომელიც უპატრონოდ დადიოდა. რომელმა მას ბადჯი დაარქვა და მას მერე ერთად არიან.

"ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ. როცა ბადჯი ჩემთან ერთად არის არაფრის მეშიანია. ერთ დღეს ქუჩაში ჩამეძინა, ბიჭებს ჩემი შეგროვებული ფულის მოპარვა უნდოდათ, თუმცა, ლეკვმა ისინი
ყეფით გააგდო. ამ დროს მეც გამეღვიძა და ვიყვირე, ბიჭებს შეეშინდათ და გაიქცნენ. ბადჯის გვერდით თავს
უსაფრთხოდ ვგრძნობ."- ამბობს რომელი.

ბიჭის ოცნება იყო სკოლაში სიარული, თუმცა, სწავლა თანხებთან არის დაკავშირებული და ამის საშუალება მას არ ჰქონდა.

როცა ადგილობრივი ტელევიზიით ბადჯისა და რომელის ისტორია მოისმინეს, კეთილმა ადამიანებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. რომელი სულ მალე სკოლაში დაიწყებს სიარულს, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს ორივეს ერთი მოსუყვარულე ოჯახი მოუძებნოს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

კატა ბავშვს ძიძისგან იცავს

კატა თქვენი შვილის საუკეთესო მეგობარი გახდება

"ეს ჩემი ლეკვია! ის ჩემსავით არის..."

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?