მსუქანი უპატრონო ძაღლის საოცარი გარდაქმნა
მსუქანი უპატრონო ძაღლის საოცარი გარდაქმნა
ის თავიდან ძალიან გამხდარი და სუსტი ლეკვი იყო, თუმცა, არასწორმა კვებამ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა და უზომოდ გასუქდა.

ძაღლი, სახელად ბოლუჰა ცხოვრობს ბრაზილიაში. ის პატრონმა გაზგასამართ სადგურთან მიატოვა, როცა ლეკვი იყო. ბოლუჰა 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გზის ნაპირზე, ერთ-ერთი კაფის სიახლოვეს, სადაც მძღოლები იკრიბებოდნენ. იგი მათი საკვების ნარჩენებით თავს ირჩენდა.

Zooclub

13 წლის ასაკში ბოლიჰა 40 კილომდე იწონიდა. მას ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და უჭირდა გადაადგილება.

როდესაც ცხოველთა დამცველებმა გაიგეს საცოდავი ძაღლის ამბავი, დაუყოვნებლივ წავიდნენ მის დასახმარებლად. ის იპოვეს ნაგავთან ახლოს, სადაც ნარჩენებში
უმოძრაოდ იწვა.

Zooclub

ბოლუჰა წაიყვანეს ცხოველთა გადარჩენის ცენტრში, რათა სამედიცნო დახმარება აღმოეჩინათ.

Zooclub

ერთი წლის განმავლობაში ძაღლი
ვეტერინარების დაკვირვების ქვეშ იყო და სპეცილაური სავარჯიშო პროცედურები უტარდებოდა.

Zooclub

ცხოველმა პირველად იგრძნო, რომ ვიღაც ზრუნავდა მასზე.

Zooclub

ამ ხნის განმავლობაში ძაღლმა 14 კგ. დაიკლო. მას სიცოცხლის ხალისი მოემატა და გარკვეული პერიოდის შემდეგ სირბილიც შეძლო.

Zooclub

ბოლუჰა დღემდე ცხოვრობს ცხოველთა გადარჩენის ცენტრში, სადაც მასზე ზრუნავენ და სითბოს უნაწილებენ.

Zooclub

ცხოველი უზომოდ ბედნიერია, თუმცა, ვეტერინარების თქმით, მან ჯერ კიდევ 7 კგ უნდა დაიკლოს, რათა სრულფასოვანი ძაღლი გახდეს.

ასევე იხილეთ:

მსუქანი კატა, რომელსაც დიეტა დაუნიშნეს

ყველაზე დიდი პიტ ბული მსოფლიოში

ტაქსამ 20 კილო დაიკლო

ნანა
მიხარია რო ბედნიერია ბოლუჰა .ძალიან საყვარელია
lali
სხვათაშორის იმაშიც გაუმართლა, საქართველოში რომ არ ცხოვრობს, ტანჯვით ამოხდებოდა სული უპქტრონოდ
alex
რა გაუმართლა ამ საცოდავს ჩინეთში რო არ ცხოვროობს :))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?